ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინფლაციამ 5.2% შეადგინა. ეს ბოლო ორი განმავლობაში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საქსტატის თანახმად, ინფლაციის მატებაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის ჯგუფში ფასების 11.7%-იანმა მატებამ იქონია.
საქსტატი ინფლაციას სულ 305 საქონლისა და მომსახურების ფასების გამოკვლევის საფუძველზე ითვლის. ამ ჩამონათვალში ოქტომბერში ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტები სწორედ სურსათის ჯგუფს განეკუთვნება. კერძოდ კი ყველაზე მეტად 109%-ით გაიზარდა ქლიავის ფასი, 60%-ით გაძვირდა მსხალი, ასევე 60%-ით ლიმონის ღირებულება. ასევე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი შოკოლადის ფილის, კიტრის, ნაყინის და სხვა საქონლის ფასები.
რაც შეეხება იმ საქონელს და მომსახურებას, რომლის ღირებულებაც წინა წელთან შედარებით შემცირებულია, მათ შორის პირველ ადგილზეა ტელევიზორი, რომელიც წლიურად 18%-ით გაიაფდა. მეორე პოზიციაზეა თვითმფრინავის ბილეთი, რაც საქსტატის თანახმად 16%-ით არის გაიაფებული. ასევე შემცირებულია პომიდვრის, ბრინჯის, მაცივრისა და მამაკაცის ზამთრის ფეხსაცმლის ფასი














კომენტარები