• რეკლამა
  • კონტაქტი
17:33, სამშაბათი, 31 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ყველაზე რთული ჩემს პატარასთან განშორების თვეები იყო – კოვიდთან მებრძოლი ექთანი ლიზა მესხი

ალია ავტორი - ალია
13:01 09-10-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

„ერთად გავუმკლავდეთ!“ – ამ მოწოდების გარშემო გაერთიანდნენ პანდემიასთან ომის წინა ხაზზე მებრძოლი ადამიანები, რომელთაც ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო წარმოგიდგენთ.

„კოვიდთან მებრძოლები“ და მათი მონათხრობი – ესაა ნამდვილი ისტორიები, რომლებიც უხილავ მტერთან ბრძოლისა და თავდადების ამბავს ასახავს.

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს პროექტი – „ერთად გავუმკლავდეთ“ კოვიდვაქცინაციის პოპულარიზაციასა და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერას ემსახურება.

ექთანი ლიზა მესხი:

„პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში კოვიდგანყოფილებაში ვმუშაობ. როცა საქართველომ ამ ვირუსთან ერთად დაიწყო ცხოვრება, ჩემი შვილი 2 წლის და 5 თვის იყო. ურთულესი გადაწყვეტილება მქონდა მისაღები – ვაცნობიერებდი, რომ ამ ბრძოლიდან გასვლა ღალატი იქნებოდა, როგორც კოლეგების, ისე პაციენტების… განცდა მქონდა, რომ ხალხს ვჭირდებოდი.
ყველაზე რთული ჩემს პატარასთან განშორების თვეები იყო – ეპიდემიის გავრცელებიდან მალევე რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოლეგებთან ერთად გამგზავრება მომიხდა. იქ კოვიდსტაციონარი იხსნებოდა, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობისთვის შვება იქნებოდა. ამასთან, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ ახალი კოვიდცენტრი აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის დიდ ნუგეშად იქცეოდა… გადაწყვეტილება ამ ადამიანების სასარგებლოდ მივიღე…
განშორების გამო, ბავშვს პროტესტი გაუჩნდა და 3 დღის შემდეგ, „ვიდეოქოლითაც“ აღარ მესაუბრებოდა… ის 2 თვე, რაც იქ დავყავი, ემოციურად ურთულესი იყო. როცა დავბრუნდი, ჩემს პატარასთან ისეთი შეხვედრა მქონდა, აღარაფერი მახსოვდა, სამყარო გაჩერდა და მხოლოდ მის გულისცემასა და სითბოს ვგრძნობდი… მეორე დღეს შეხვედრის ვიდეოჩანაწერი მაჩვენეს – ვერც აღვწერ, თურმე, ვყვიროდით, ვტიროდით, ვიცინოდით და ვკოცნიდით ერთმანეთს…

მცირეწლოვან შვილს დავშორდი მაშინ, როცა მასაც ძალიან ვჭირდებოდი… მაგრამ დღეს ვფიქრობ, რომ მაინც სწორად მოვიქეცი, რადგან ეს ბრძოლაა სიცოცხლისთვის, ადამიანებისთვის და მგონია, რომ ეს გადაწვეტილება სწორედ ჩემი გოგონასთვის იქნება სამაგალითო. იმედია, მომავალში ისიც ასე მოიქცევა. ჩემს პაციენტებსაც ჰყავთ შვილები, შვილიშვილები, მათ ვერ ვუღალატებდი…

თუმცა ამ ბრძოლაში, რასაც ადამიანების სიცოცხლისთვის ბრძოლა ჰქვია, მხოლოდ ჩვენ ვერას გავხდებით, თუ ამ უმძიმეს პანდემიას ვაქცინით არ შევეწინააღმდეგეთ!..
გთხოვთ, აიცერით, ერთად გავუმკლავდეთ!“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved