რჩეული ექიმები სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ. “ექიმები ექიმებისთვის და მეგობარი ექიმებისთვის” – ამ სახელწოდების ღონისძიება ექიმთა ლიგის ორგანიზებით ჩატარდა.
პროექტი მედიკოსთა წახალისებას ითვალისწინებს, რომლებიც უხილავ მტერთან ათასობით სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან.
თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, ეს ჯილდო ექიმებისთვის დიდი სტიმულია.
“ჯილდო არის სტიმული, ეს არის ნომინაცია “საუკუნის ექიმი”. ყველასთვის სასიამოვნოა, განსაკუთრებით ბრძოლის ველზე მყოფი ადამიანებისთვის, როდესაც გაღიარებენ”, – აღნიშნა ლევან რატიანმა.
კომენტარები