• რეკლამა
  • კონტაქტი
13:10, ოთხშაბათი, 29 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ყველაფერზე – მერია არის დამნაშავე, კახა კალაძეა დამნაშავე, ეს არის სწორი?“ – კალაძე

ალია ავტორი - ალია
15:09 07-15-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,707

თბილისის მერი, კახა კალაძე:

,,ყველაფერზე – მერია არის დამნაშავე, კახა კალაძეა დამნაშავე, ეს არის სწორი? პასუხისმგებლობას რაც შეეხება, ყველაფერი – კარგი თუ ცუდი, რაც ხდება ქალაქში, ჩვენი ყველას პასუხისმგებლობაა, მაგრამ არასწორია ის, რომ თქვენ პოლიტიკურად სპეკულირებთ მუდმივად, უბედური შემთხვევების დროს ყოველთვის ამბობთ, რომ კახა კალაძე და მერიაა დამნაშავე.

არსებობს კანონმდებლობა, არსებობს წესი. არც მე და არც ჩემი თანაგუნდელები არ ვართ ადამიანები, ვინც სპეცრაზმით შეუვარდება ოჯახებს და გამოიყვანს, როგორც თაბუკაშვილის ქუჩის შემთხვევაში იყო. ეს არ არის სწორი მიდგომა. ჩვენ თანამედროვე სახელმწიფოს ვაშენებთ, სადაც ადამიანებს ვეუბნებით, რომ გაძლევთ შესაძლებლობას, გამოიყენეთ აღნიშნული პროგრამა და იმ ავარიული, დანგრეული სახლების მაგივრად მიიღებთ ახალ ბინებს, ამაზე ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, მერია გიდგებათ თავდებში, ინვესტორზე არ არის საუბარი.

მოსახლეობისაც მესმის, რომ გარკვეული ადამიანები გამოთქვამენ მღელვარებას, აქვთ შიში, რომ ვიღაცამ ვერ ააშენოს ეს კორპუსი. ამის საბაბიც არსებობს. 30 წლის განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემები იყო – მოვიდოდა ვიღაც ინვესტორი, დაიწყებდა სამუშაოებს და ასე უამრავი ადამიანი ჰყავთ “გადაყრილი”. ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებმაც ეს პრობლემა მთლიანად მოვაგვარეთ – ათწლეულების განმავლობაში დაუმთავრებელი მშენებლობების დამთავრების პროცესი დავიწყეთ და ამის გამოც აქვთ ადამიანებს შიში, მაგრამ აქ ინვესტორი ხომ არ არის? მერია დგება თავდებში და არის პასუხისმგებელი, რომ ეს კორპუსები აშენდება აუცილებლად და ამ ადამიანებს მიეცემათ შესაძლებლობა, იცხოვრონ ნორმალურ პირობებში”

თეგები: კახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა

13:01 10-29-2025
AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი

15:56 10-28-2025
სელფი მობაილის გათამაშება: ფულადი პრიზები ₾350,000 საპრიზო ფონდიდან
ახალი ამბები

სელფი მობაილის გათამაშება: ფულადი პრიზები ₾350,000 საპრიზო ფონდიდან

15:04 10-28-2025
ახალი ამბები

თიბისი კამპუსის სტუდენტების ერთი დღე თიბისიში – გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოში

13:58 10-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved