„ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
მისი თქმით, იდგმება კონკრეტული ნაბიჯები, ამას უკავშირდება ასევე ომბუდსმენის არჩევა, რაშიც რადიკალური ოპოზიციის დიდმა ნაწილმა საერთოდ არ მიიღო მონაწილეობა
„აქედან ჩანს, რომ ისინი პირდაპირ უპირისპირდებიან კანდიდატის სტატუსის მიღების ინტერესს. ჩვენ, პირიქით, ვმოქმედებთ სწორედ ამ ინტერესით, რაც არის ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების საერთო ინტერესი. ამისათვის გაგრძელდება 12 პუნქტის შესრულება და დეკემბრისთვის ჩვენ ვიქნებით აბსოლუტურად მზად იმისთვის, რომ მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ამ სტატუსს ჩვენ შარშანაც ვიმსახურებდით, თუმცა ევროკომისიამ თავადვე აღიარა ორი თვის წინ, რომ უსამართლოდ არ მიენიჭა საქართველოს ეს სტატუსი”, – აცხადებს კობახიძე.
კომენტარები