რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელის ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, ყველა ქვეყანა, რომელიც უკრაინას იარაღით ეხმარება კრიმინალი და ომის დამნაშავეა.
ვოლოდინის მტკიცებით, ისინი მსოფლიოს კატასტროფამდე უბიძგებენ.
„ევროპის არაერთი სახელმწიფოს ლიდერებს, გერმანიის მეთაურობით, შეუძლიათ თავიანთი ხალხის ჩათრევა დიდ პრობლემებში. უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით ისინი კონფლიქტის მონაწილე მხარეს ხდებიან. ისინი დუმდნენ, როდესაც ზუსტად 8 წლის წინ „ნაცისტებმა“ ოდესაში ცოცხლად დაწვეს მშვიდობიანი მოსახლეობა, არაფერი გააკეთეს დონბასელების დასაცავად. ახლა კი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უკრაინაში სლავები დაიღუპონ.
მათ დაიწყეს მეორე მსოფლიო ომის ტრაგედიის დავიწყება. მოკლე ისტორიულ მეხსიერებას შეიძლება დიდი პრობლემები მოჰყვეს. თავიანთი ქმედებებით სამყაროს კატასტროფისკენ უბიძგებენ. ყველა სახელმწიფოს მეთაურმა, ვინც მიიღო გადაწყვეტილება იარაღის მიწოდების შესახებ, ომის დამნაშავეები არიან და ამისთვის მათ პასუხი უნდა აგონ“, – აცხადებს ვოლოდინი.
კომენტარები