• რეკლამა
  • კონტაქტი
18:33, კვირა, 5 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყველა ავტორიტარულ რეჟიმთან ჩმორი და ბეჩავია” – დავით ზურაბიშვილი ივანიშვილის ხელისუფლებაზე

ალია ავტორი - ალია
12:43 04-05-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
163

პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:

აზერბაიჯანელი დისიდენტის და სამოქალაქო აქტივისტის, აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში დეპორტაცია არის პირველი პრეცედენტი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი იგნორირება მოახდინა.

ცხადია, სადიგოვის გაძევება აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოხდა. ამაზე ირიბად მიუთითებს ის სრულიად აბსურდული ბრალდებაც, რაც სადიგოვს წაუყენეს საქართველოში (პოლიციელის შეურაცხყოფა ფეიბუქში), ასევე მის დასაკავებლად შეიარაღებული სპეცრაზმის მივარდნა დევნილი დისიდენტის სახლში, თითქოს ტერორისტების ბანდის წინააღმდეგ ტარდებოდა სპეცოპერაცია, და, რაც მთავარია, აზერბაიჯანის და საქართველოს ხელისუფლებათა გადაწყვეტილებათა თანმიმდევრობა – აზერბაიჯანში სადიგოვის წინააღმდეგ საქმე შეწყვიტას (რაც გაძევების ფორმალური საფუძველი გახდა, თითქოს ამით სტრაბურგის განჩინება არ ირღვევა) და საქართველოდან მის გაძევებას შორის სულ სამი დღეა გასული, თან დეპორტაციის გადაწყვეტილება შაბათს იქნა გამოტანილი, როცა სტრასბურგის სასამართლოში დასვენების დღეა და მყისიერი რეაგირება ვერ მოესწრებოდა.

უფრო მეტიც, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სადიგოვის გაძევება სწორედ აზერბაიჯანის ხელისუფლების მოთხოვნა იყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მორჩილად შეასრულა, ისევე როგორც თავის დროზე აფგან მუხთარლის გადაცემა.

ისმის კითხვა: ხომ შეეძლო საქართველოს ხელისუფლებას უარი ეთქვა აზერბაიჯანისთვის სადიგოვის გადაცემაზე, თუნდაც სტრასბურგის სასამართლოს მომიზეზებით? საქმეც ისაა, რომ იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფლება ატარებს, ასეთ მოთხოვნაზე უარისთქმა დღეს გაცილებით რთულია ვიდრე ათი წლის წინ, ან თუნდაც წინა ხელისუფლებების დროს.

რატომ? ძალიან უბრალოდ: თუკი ადრე მსგავს მოთხოვნაზე შეეძლოთ ეთქვათ, თქვენი დიდი ხათრი კი გვაქვს, მაგრამ არ გვინდა ევროკავშირთან ურთიერთობის გაფუჭებაო (რასაც ალიევი გაიგებდა), ახლა, როცა მთელი ქართული ოცნება დღეს არ აგდებს ევროკავშირს რომ არ აგინოს, გამოვიდოდა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას რომ დაჭირდა რაღაც, მაინცდამაინც მაშინ გაახსენდათ ევროკავშირთან მეგობრობა. ეს კი ჩაითვლებოდა აშკარად გამოხატულ უპატივცემულობად, აქედან გამომდინარე შედეგებით.

მთავარი, ჩემის აზრით, აქ არის არა იმდენად ივანიშვილის ხელისუფლების მორალური სახე (რაც თავისთავად მნიშვნელოვანია და პრობლემური), არამედ ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავად ჩაიყენა თავი იმ მდგომარეობაში, როდესაც ის მხოლოდ ბრიუსელთან და გერმანიის ელჩთანაა ვაჟკაცი და ძალგულოვანი, რადგან იცის, ევროპიდან მათ ბომბს არავინ ესვრის და არც ბიძინას მოსატაცებლად გამოგზავნიან სპეცრაზმს, ხოლო ყველა ავტორიტარულ რეჟიმთან ელემენტარული ჩმორი და ბეჩავია, იქნება ეს აზერბაიჯანი, ირანი თუ რუსეთი.

და ვისაც ასეთი საქართველო ალალად მოგწონთ და მიგაჩნიათ, რომ ესაა ჭეშმარიტად ორ ფეხზე დგომა და სუვერენიტეტის დაცვა, მთლად ვერ დაგწყევლით და თქვენი ოჯახები იყვნენ ეგეთი დამოუკიდებლები და ღირსეულები თქო, ვერ გეტყვით, მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის მინდა იცოდეთ, რომ ელემენტარულ დებილებად და გონაბაჩლუნგებად გთვლით; ხოლო ვისაც ბარემ კი არ მოგწონთ, მაგრამ მაინც ემსახურებით და ამ მსახურებით ცდილობთ ცხოვრების მოწყობას, თქვენ რად გთვლით და რად მიმაჩნიხართ აქ ვერ დავწერ, შინაგანი ცენზორი არ მიშვებს, მაგრამ მგონი ხვდებით. კი, ეგა ხართ ზუსტად!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved