• რეკლამა
  • კონტაქტი
03:09, შაბათი, 25 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ყურში ჩაგვჩურჩულა, ზვიად გამსახურდიამ იშოვა თქვენთვისო და ურიკაზე დალაგებულ ორი დიდ ტომარაზე მიგვანიშნაო” – რა ისტორიას იხსენებს ანა ჯაბაური?

ალია ავტორი - ალია
00:33 09-01-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,366

ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში წერს:

,,1992 წლის გამყინვარებულ იანვარში, დევნილი პრეზიდენტის ერევნიდან გროზნოში საიდუმლო გადაფრენა, სხვა არა იყო რა, თუ არა წინასწარ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა. ვინ ვინ და მფრინავმა ეს ყველაზე უკეთ იცოდა. მფრინავმა, რომელმაც ჯერ ერევნის აეროპორტის საფრენ ბილიკზე რუსული სპეცრაზმის ალყას დააღწია თავი. მოგვიანებით კი, ფრენისას ადევნებული რუსული ავიაგამანადგურებლების კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად – სასწრაფოდ დაესვა თვითმფრინავი – სასიკვდილო მანევრები განახორციელა, რათა მისთვის სათაყვანებელი პრეზიდენტი მტრის ხელში არ ჩაეგდო.
არავის სჯეროდა ფრენის მშვიდობიანი დასასრულისა. არ სჯეროდა თავად მფრინავსაც. თუმცა, მისი გადაწყვეტილება მტკიცე იყო – თავი უნდა გაეწირა; პრეზიდენტისა და სამშობლოს ღირსების დაცვა საკუთარი სიცოცხლეზე მეტი იყო.
უდიდესმა სიყვარულმა, თავგანწირვამ, მონდომებამ და პროფესიონალიზმმა თავისი ქნა – სიკვდილის რეისი, რომელსაც ბატონი ზაური მისი ცხოვრების მთავარ რეისს უწოდებს, მშვიდობიანად დასრულდა. ყველასგან განწირული და დევნილი პრეზიდენტი ერთდროულად გადაურჩა სიკვდილს, მტრის ხელში ჩავადნასა და დამცირებას…
გროზნოში დაშვებისთანავე, თვითმფრინავში მყოფი, უკვე სიკვდილს შეგუებული ჩეჩენი დაცვის წევრები მიწაზე დაემხნენ და უფლის სადიდებელი ლოცვა აღავლინეს…

ბატონი ზაურისთვის რეისი აქ არ დამთავრებულა. ძალიან მალე იგი დააპატიმრეს, ხოლო მოგვიანებით მისი თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელსაც ბედისწერის შემთხვევითობით, იმ დღეს მისი კოლეგა მართავდა. ბოლოს კი, დასახვრეტად გაყვანილი, სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა გენერალ გენო ადამიას დახმარებით…

არც აქ დასრულებულა ეს ამბავი.
ორიოდე წლის შემდეგ, კიდევ ერთ სიკვდილის გზის გასაყართან გადაიკვეთა მათი გზები. ჭუბერის დათოვლილი უღელტეხილით გოლგოთის გზა გამოიარა დევნილმა მფრინავმა. გაძარცვულ, შიმშილის, სიცივისა და დაღლილობისგან ქანცგაცლილ და ფეხებდასისხლიანებულ მფრინავს, მხედრიონელებისგან დარბეულ ზუგდიდში, მის მიერ ოდესღაც გადარჩენილი და გროზნოდან სამშობლოში დაბრუნებული პრეზიდენტი შეხვდება.
ძალიან შეწუხდა ასეთ მდგომარეობაში რომ გვნახა თავად გასაჭირში ჩავარდნილმა პრეზიდენტმაო – ცრემლებს ვერ იკავებს მოყოლისას ქალბატონი ციური, გმირი მფრინავის ცხოვრების ერთგული თანამგზავრი. მიტკლის ფერი დაედო სიმწრისაგან, ვერაფერი გვითხრაო. ან რა უნდა ეთქვა, ნატეხი პური გვენატრებოდა, რამდენიმე დღის მშივრებსო. არც იმ ოჯახს ჰქონდა რამე, რომლებმაც ჩუმად შეგვიფარაო…
მეორე დღეს, გამთენიისას ერთმა კაცმა უჩუმრად ურიკა მოაგორა სახლთან და ფრთხილად დაგვიძახაო. ყურში ჩაგვჩურჩულა, ზვიად გამსახურდიამ იშოვა თქვენთვისო და ურიკაზე დალაგებულ ორი დიდ ტომარაზე მიგვანიშნაო. ერთი ფქვილით, მეორე – შაქრით იყო პირთამდე სავსეო…
სწორედ ეს ორი ფასდაუდებელი ტომარა იქცა მფრინავისა და მისი ოჯახის შიმშილით სიკვდილისგან ხსნის ერთადერთ საშუალებად იმ ავბედით დღეებში…

დღეს, 85 წელს მიტანებული ლეგენდარული მფრინავი, ბატონი ზაურ ბედია ისევ ჩვენს გვერდითაა. არც პრეზიდენტის გასაჭირში ჩავარდნილ შვილს ტოვებს მზრუნველობის გარეშე. ცოტნეს იმ ავბედითი ინციდენტიდის შემდეგ დაბადებულ უმცროს შვილიშვილს კი მისი სახელი დაარქვა, რომელიც ასევე სტუმრობს ხოლმე ,,დიდ და კარგ ცოტნეს”, როგორც თავად უწოდებს”

თეგები: ანა ჯაბაურიცოტნე გამსახურდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად

15:39 10-24-2025
,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ –  თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

15:09 10-24-2025
თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო

10:00 10-24-2025
თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა
ახალი ამბები

თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა

15:48 10-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved