ყოფილი ქმრის მიერ ნაწამები ქალის გადარჩენა მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა ვერ შეძლეს – ქალი, რომელსაც ყოფილმა ქმარმა ჯერ მჟავა შესახა, შემდეგ დაჭრა, მერე ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალს მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
ზურაბ ბურდულს ბრალი წარედიგინა – განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს














კომენტარები