• რეკლამა
  • კონტაქტი
14:05, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ყავის სმის ჯგუფებში ვინც შევიდა, რა შედეგი დადო, რაზეც პარტნიორები ამბობენ, ყოჩაღ, საქართველოო? – გიორგი ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
14:22 03-29-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
495

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, თუმცა უფრო და უფრო ნაკლები შანსი რჩება, რადგან ხელისუფლება მეგობრებს მტრად აცხადებს.

„სტატუსის მიღების შესაძლებლობა არ უნდა დაიკარგოს, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში არის ძალა, რომელიც რუსული დეზინფორმაციისთვის დამახასიათებელი მექანიზმებით თავს ესხმის დასავლელ პარტნიორებს, კოლეგებს პარლამენტში და ხედავთ, რომ ყოველდღე ფიზიკური ანგარიშსწორებაა. ამის მიუხედავად, ხალხმა აჩვენა, რომ სტატუსი გვეკუთვნის. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, თუმცა უფრო და უფრო ნაკლები შანსი რჩება, რადგან ხელისუფლება მეგობრებს მტრად აცხადებს, ხოლო მტერს, უნდა, მეგობარი დაარქვას.

დღეს შევხვდით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს და გამოყენებული იყო ტერმინი – შოკის მომგვრელი. რაც ხდება პარლამენტის შიგნით, ეს არ არის საპარლამენტო მუშაობა, ეს არის ბრძოლა წესების გარეშე. სიტყვა შოკის მომგვრელი თავად გვითხრეს, როცა ვისაუბრეთ, რა ხდება სხდომათა დარბაზში. ფიზიკური თავდასხმები ზურგიდან ლაჩრულად და მხდალად რომ ხდება, ეს არ არის შოკის მომგვრელი?“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კითხვაზე, – „ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს მიაწოდეთ ინფორმაცია, რომ სამუშაო ჯგუფებს გაემიჯნეთ?“ – გიორგი ვაშაძე პასუხობს: „ვინც შევიდა ყავის სმის ჯგუფებში, რა შედეგი დაიდო? ამ ჯგუფებმა რა დადო? რუსული კანონი, დეოლიგარქიზაციის კანონი, რომელიც, ამ საკითხის გარდა, ყველაფერს ეხება. ასევე, მართლმსაჯულების კანონპროექტი, რომელიც ყველაფერზეა, სასამართლოს კლანისგან გათავისუფლების გარდა. რა შედეგი დაიდო, რაზეც პარტნიორები ამბობენ, ყოჩაღ, საქართველოო?“

თეგები: გიორგი ვაშაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved