• რეკლამა
  • კონტაქტი
01:44, შაბათი, 4 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქათმის და კვერცხის მწარმოებელი ფერმები იხურება – კომპანია “ჩირინას” დამფუძნებელი

ალია ავტორი - ალია
21:03 04-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
461

კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებლის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის გამო ქათმის ხორცისა და კვერცხის მწარმოებელი ფერმები იხურება როგორც საქართველოში, ისე მეზობელ ქვეყნებში. რევაზ ვაშაკიძე ამბობს, რომ ქათმის საკვებ ძირითად პროდუქტებზე ფასები ომის გამო მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რისი ასახვა ნაწილობრივ უკვე მოხდა, გაძვირების მომდევნო ტალღა კი სავარაუდოდოდ აღდგომის შემდეგ დაიწყება.

„კიდევ ერთი დიდი პრობლემა არის ის, რომ პორტები რაც აქვს უკრაინას, ყველა დაბლოკილია და მიწოდება არ ხდება. რუსეთში სანქციებია, ეს დიდ გავლენას ახდენს ქათმის პროდუქციის წარმოებაზე.

ყველაზე დიდი პრობლემა მაინც გაურკვევლობაა, არ ვიცით, რა იქნება ამ თვის ბოლოს, წლის ბოლოს, ეს ძლიერი ფაქტორია ფასის წარმოქმნაში. ფაქტიურად, ეს იწვევს იმას, რომ ბევრი მწარმოებელი გაჩერდა, მათ შორის უკრაინაში, რუსეთში, თურქეთშიც რამდენიმე დიდი კომპანია, აზერბაიჯანში მძიმე სიტუაციაა. ამას თუ დავამატებთ იმას, რომ ინფლაციური პროცესები საკმაოდ მაღალია, ეს სრულ გაურკვევლობას ქმნის.

დღეს არის აპრილი, მე ვერ გეტყვით წლის ბოლოს სად და როგორ ვიქნები. შეიძლება თუ არა საწარმო გაჩერდეს? გეტყვით რომ კი. რატომ? იმიტომ, რომ შეიძლება ფასები ისე გაიზარდოს, რომ წარმოებული პროდუქციის მყიდველი აღარავინ იყოს.

მე მინდა, იცოდეს მოსახლეობამ, რომ ფასების მატება ხდება იმიტომ, რომ მწარმოებელი უნდა დაეწიოს ხორბლის და სიმინდის ფასების ზრდას. ჩვენც მოგვიწევს ფასების ზრდა, რასაც არ მივესალმებით. ეს იქნება ალბათ აღდგომის შემდეგ. თუმცა თუ საომარი მოქმედებები დამთავრდება და პორტებზე ბლოკადა მოიხსნება, უფრო გაირკვევა სიტუაცია. თუ ვერ შევიძინეთ მზესუმზირა, ხორბალი  – შეიძლება გავაჩეროთ“

ბიზნეს– მედია

თეგები: ეკონომიკა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved