• რეკლამა
  • კონტაქტი
10:17, შაბათი, 4 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქარტია: ბიზნესმენ გიორგი კაპანაძის შესახებ “ფორმულას“ მიერ გავრცელებულ რეპორტაჟში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი

ალია ავტორი - ალია
18:20 03-04-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
188

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ ბიზნესმენ გიორგი კაპანაძის განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

საბჭომ დაადგინა, რომ კაპანაძის შესახებ ტელეკომპანია “ფორმულას“ მიერ მომზადებულ რეპორტაჟში დარღვეულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი, რაც გულისხმობს შემდეგს: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო მასალის სათაურია – „200 მილიონიანი ტენდერი „ოცნებასთან” აფილირებული კომპანიისთვის”.

აღნიშნული კომპანია (საბა ქონსთრაქშენი) რეპორტაჟში ბიზნესმენ გიორგი კაპანაძესთან აქვთ დაკავშირებული, ხოლო ჟურნალისტის მიერ ჩაწერილი ოპოზიციონერი დეპუტატი ვარაუდობს, რომ “ეს თანხა შავი ფულია, რომელსაც მმართველი გუნდი საარჩევნოდ გამოიყენებს”.

გიორგი კაპანაძის წარმომადგენლის პოზიციით, ეს ინფორმაცია არასწორია და ჟურნალისტს იგი არ გადაუმოწმებია. მისი თქმით, აღნიშნული ფრაზით ჟურნალისტი ფაქტის სახით აცხადებს, რომ შპს „საბა კონსტრაქშენის“ მფლობელი გიორგი კაპანაძეა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

თავის მხრივ, მოპასუხე აღნიშნავს, რომ მასალა ეთერში გავიდა არა როგორც სიუჟეტი, არამედ რეპორტაჟი.

„რაც შეეხება კონტექსტს, რა კონტექსტშიც განმცხადებელი, გიორგი კაპანაძე იქნა ნახსენები, იგი მოხსენიებულია ერთხელ და საუბარია მასზე, როგორც არა კონკრეტული შპს-ის მფლობელზე, არამედ შპს-ს შესაძლო კავშირის კონტექსტში ქართულ ოცნებასთან და ასევე, ბიზნესმენ გიორგი კაპანაძესთან“, – მიიჩნევდა მოპასუხე მხარე.

თავის მხრივ, ქარტიის საბჭომ ჟურნალისტური პროდუქტი გაანალიზა აუდიტორიის პოზიციიდან და შეეცადა დადგენას, რამდენად სცა ჟურნალისტმა პატივი საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.
“გადამოწმების შემადგენელი ნაწილია ბალანსი, ბრალდების ობიექტის საპასუხო კომენტარის მოპოვება, ყველა რელევანტურ წყაროსთან ინფორმაციის დაზუსტება. მასალაში არ ჩანს გიორგი კაპანაძის პოზიცია. ამასთან, ჟურნალისტურ პროდუქტში გავრცელებული ინფორმაცია ეყრდნობა მხოლოდ ერთ წყაროს“, – ნათქვამია ქარტიის გადაწყვეტილებაში.

საბჭომ დარღვეულად არ მიიჩნია ქარტიის მესამე და მე-11 პრინციპები, ხოლო პირველი პრინციპის დარღვევა დაადგინა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved