• რეკლამა
  • კონტაქტი
05:40, ოთხშაბათი, 4 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქართველი მოდელი ფოტოგრაფს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

ალია ავტორი - ალია
12:44 06-28-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
270

კონკურსი „მის კავკასია 2021,“ რომელიც 2021 წლის ზაფხულში თბილისში იმართება, სკანდალში ეხვევა.
ახალგაზრდა მოდელი სალი ჩხიკვაძე კონკურსის ოფიციალურ წარმომადგენლებს და კონკრეტულად ირანელ ფოტოგრაფ ჰუმან ზაჰედის სექსუალურ შევიწროებაში დებს ბრალს.

„მოგეხსენებათ საქართველოა და ამაზე აქამდე საჯაროდ არავინ ხმას არ იღებდა, მაგრამ მე არ ვაპირებ გაჩუმებას. საკუთარ ქვეყანაში მინდა თავს დაცულად ვგრძნობდე და ვიცოდე, რომ ირანელი ტურისტი ვერც ჩემი და ვერც სხვა ქართველი გოგოების შევიწროებას ვერ შეძლებს, ვერც ფსიქოლოგიურად და ვერც ფიზიკურად,“- წერს მოდელი სოციალურ ქსელში.

სალი ჩხიკვაძე ამბობს, რომ ჰუმან ზაჰიდის შესახებ, როგორც შანტაჟისტისა და  მოდელი გოგონების შემავიწროებელის შესახებ ინფორმაციას დიდი ხანია ფლობდა.
„გაგონილი მქონდა, რომ ავიწროებს მოდელებს სექსუალურად და აშანტაჟებს მათ ფოტოებით, მანამდე ჩემთვისაც ჰქონდა მოწერილი მაგრამ რომ შეხედა რომ არ გავდიოდი, ჩარია სოფია (კონკურსის ორგანიზატორი სოფია გურეშიძე)  და მისი დახმარებით “მიმიტყუა” გადაღებაზე…გადამიღო ფოტოები რომლებსაც არ მიგზავნიდა, როცა ვთხოვე რომ გამოეგზავნა მითხრა რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში გამომიგზავნიდა თუ მასთან ავიდოდი, მის პირად სახლში და გვიანობამდე დავრჩებოდი რადგან ბევრი ფოტო იყო და ამდენს ინტერნეტში ვერ გამოაგზავნიდა,“- წერს მოდელი.

სალი ჩხიკვაძე აფრთხილებს ახალგაზრდა მოდელებს, გაითვალისწინონ მისი გამოცდილება და თავი შორს დაიჭირონ ირანელი ფოტოგრაფისაგან.
„ეს ადამიანი არის პროფესიას ამოფარებული მანიაკი\მოძალადე, რომელიც ცდილობს პროფესიის გამოყენებით დაამყაროს სექსუალური კავშირი მოდელებთან და როცა საწადელს ვერ აღწევს გადადის მათ განადგურებაზე და გამწარებაზე…
რატომ დავწერე ეს ყველაფერი, იმ ზიანს რაც მე მან მომაყენა უკვე ვეღარავინ აანაზღაურებს, მაგრამ უბრალოდ მინდა ყველამ გაიგოს რომ საქართველოში აპირებენ ჩაატარონ “miss caucasus” სილამაზის კონკურსი, რომელსაც გეგმავს არაპროფესიონალების გუნდი სადაც ერთ-ერთი მთავარი პირი არის სწორედ ჰუმან ზაჰედი, მე თავს ვთვლი ვალდებულად რომ ყველა გოგო რომელიც ამ კონკურსის ქასთინგზე მივა წინასწარ იყოს გაფრთხილებული თუ რა საფრთხის წინაშე შეიძლება დადგნენ თუ ამ ადამიანებთან ექნებათ შეხება (სოფია გურეშიძე, ჰუმან ზაჰედი) რადგან არ მინდა, რომ გოგონებმა, რომლებიც იქ მივლენ იგივე გამოიარონ რაც მე გამოვიარე, შესაძლოა მივიდნენ არასრულწლოვნები, რომლებსაც ნაკლებად შეუძლიათ თავის დაცვა, ამიტომ გოგოებო გთხოვთ გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს,“- წერს მოდელი.

სალი ჩხიკვაძის ფეისბუქ პოსტს მოდელი გოგონები ეხმაურებიან და ერთმანეთს მოუწოდებენ დაარეპორტონ ფოტოგრაფის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი.
ჩხიკვაძეს  თანადგომას უცხადებს მოდელი ნინო ორდენიძეც.
სალომე, მადლობა შენ რომ ეს ყველაფერი ესე საჯაროდ დაწერე. ამით ძალიან ბევრი გოგო აცდება ამ კოშმარს! ყველას არ აქვს იმის უნარი რომ ეს თქვას და ყველა ვერ იცავს თავის თავს! მიმაქვს შენი პოსტი და შენ ხარ ოქრო,“- წერს ორდენიძე.

 რაც შეეხება კონკურსს, „მის კავკასია 2021-ის“  მოსამზადებელი პერიოდი აქტიურად გრძელდება და ჰუმან ზაჰედი კვლავ იწვევს ახალგაზრდა მოდელებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ახალი ამბები

„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

16:50 02-03-2026
ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

14:37 02-03-2026
თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა

11:23 02-03-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

15:31 02-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved