• რეკლამა
  • კონტაქტი
18:39, ხუთშაბათი, 13 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქართველების საფრანგეთში ლეგალურად დასაქმების საკითხი გადავადდა

ალია ავტორი - ალია
11:48 11-02-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
74

საქართველოდან საფრანგეთში ლეგალურად დასაქმების საკითხი გადავადდა. ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს, რომელიც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ესაუბრა. სააგენტოს ცნობით, გადავადების მიზეზი კოვიდპანდემიის გამო ქვეყნებს შორის მობილობის შეზღუდვა გახდა.

„2020 და 2021 წელი, კორონაპანდემიის გათვალისწინებით, ცხადია რომ არის წლები, როდესაც გადაადგილება/მობილობა განსაკუთრებით იყო/არის შეზღუდული. საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმება პირდაპირ არის კავშირში ზემოხსენებულ ფაქტორებთან და შესაბამისად მოახდინა გავლენა პროცესის ტემპსა და მოლოდინებზე“, – განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეები ლეგალურად დასაქმებას ბულგარეთშიც შეძლებენ. მისივე განმარტებით, მხარეებს შორის დოკუმენტი ხელმოწერილია და მიმდინარეობს საოპერაციო ხელშეკრულებებზე შეთანხმება, რომელსაც საბოლოოდ ხელი დეკემბერში მოეწერება.

რაც შეეხება იმავე ხელშეკრულებას სხვა ქვეყნებთან, თამარ ბარკალია ამბობს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ასევე საფრანგეთთან, რათა ხელმოწერილი ხელშეკრულება ქმედითი გახდეს. „საქართველოსთან თანამშრომლობის სურვილი ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ გამოხატა, თუმცა ყველაფერი მოლაპარაკების ეტაპზეა და ვფიქრობ, 2022 წელს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანასთან, მსგავსი თანამშრომლობა გვექნება”, – აღნიშნა რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
ქალი ლიდერები IT სფეროში – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია – თიბისი
ახალი ამბები

ქალი ლიდერები IT სფეროში – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია – თიბისი

14:22 11-13-2025
Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის

11:38 11-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved