“კურიერის” ინფორმაციით, ქართველ სპორტსმენს, კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ვინაობა არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ ის, ძალოსანი სპორტსმენია.
შემთხვევა შესაძლოა, განსაკუთრებული აღმოჩნდეს, რადგანაც ძალოსანის საკონტაქტო წრე საკმაოდ ფართოა.
ის საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, დედაქალაქში სხვადასხვა ადგილას იმყოფებოდა და ბევრ ადამიანთან ჰქონდა შემხებლობა.
ასევე, სპორტსმენი სამგერელოს რამდენიმე რაიონში იმყოფებოდა და სხვადასხვა ჯგუფთან ჰქონდა შეხება. სპორტსმენი სტუმრადაც იყო რამდენიმე ოჯახში. აღსანიშნავია, რომ მას მოგზაურობის ისტორია არ ჰქონია.
კომენტარები