• რეკლამა
  • კონტაქტი
11:33, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ქართულმა ოცნებამ” შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა“ – სალომე ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
22:18 09-02-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
831

საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მიმართა:

,,მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ ორბელიანების სასახლეში მაშინ, როდესაც თქვენი კონფერენცია უკვე მერვედ ტარდება თბილისში. ყოველ ჯერზე, თქვენ თბილისში, ძალიან მნიშვნელოვან მომენტში ჩამოდიხართ. ნამდვილად, ყოველ ჯერზე ეს მნიშვნელოვანი მომენტი იყო ამ ქვეყნის ისტორიაში. მაგრამ ვფიქრობ, რომ წელს ძალიან განსაკუთრებული პერიოდია. არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ გადამწყვეტი და საქართველოსთვის ეგზისტენციალური მომენტია. დარწმუნებული არ ვარ, რომ ბოლო პერიოდში გვქონია ისეთი გადამწყვეტი მომენტები, როგორიც 26 ოქტომბერს გვექნება.

საქართველო მართლაც გარდამტეხ მომენტშია. „ქართულმა ოცნებამ” შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა, რომელიც საქართველოს აშორებს იმას, რაც იყო მისი დიდი ხნის მიზანი და არა ოცნება. ეს არასდროს ყოფილა ოცნება. ეს იყო მიზანი, ეს იყო ამბიცია, ეს იყო მისწრაფება, არა მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, (30 წელზე მეტი ხნის წინ) არამედ საუკუნეების მანძილზე საქართველო ყოველთვის დასავლეთისკენ, ევროპისკენ ბრუნდებოდა და თავს ევროპულ ქვეყნად ხედავდა. ის ყოველთვის დასავლეთს უყურებდა, რადგან ყოველთვის სურდა დამოუკიდებელი ყოფილიყო იმპერიებისგან, განსაკუთრებით ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან. დღეს კი, რაც ხდება, საქართველოსთვის ტრაგედიაა…
როცა მკითხავთ – “რა შეგვიძლია გავაკეთოთ”, თქვენ ბევრი გააკეთეთ იმისთვის, რომ საქართველო იქ მისულიყო, სადაც არის და ბევრი გააკეთეთ მენტალიტეტის შესაქმნელად და მხარდასაჭერად, რადგან ვფიქრობ, რომ სიღრმისეულად ქართული მენტალიტეტია იყო თავისუფალი, დამოუკიდებელი და არ მიიღოს ავტორიტარული რაიმე ფორმა იქნება ეს შიდა თუ გარედან მომდინარე. თქვენ მხარს გვიჭერდით ინსტიტუტების მხარდაჭერით, სახელმწიფოს განვითარების მხარდაჭერით, ჩვენი ახალგაზრდებისთვის ევროპაში თავისუფლად მოგზაურობის შესაძლებლობით, ევროპასა და ამერიკაში თავისუფლად სწავლის შესაძლებლობით, თქვენ დაგვეხმარეთ ქართველი ხალხის დამოუკიდებლობის უდიდესი ნების მხარდაჭერასა და კონსოლიდაციაში. ასე რომ, მე ვენდობი ქართველ ხალხს, ვენდობი რას იტყვის ის არჩევნებში ხმის მიცემით. ასე რომ, ამ საკითხში თქვენი საჭიროება არ დგას. თქვენ უნდა აკონტროლოთ; თქვენ უნდა იყოთ ყურადღებით და წარმომადგენლობითად, როგორც დღეს ხართ. მაგრამ გადაწყვეტილება ჩვენზეა. არჩევნების მეორე დღეს, თქვენ მე მიპოვით, რადგან მოგეხსენებათ, მე სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან ვიმუშავე, რათა ყველა პროევროპული პარტია ქართული ქარტიის ირგვლივ გაერთიანებულიყო, რომელიც რეალურად ჩვენი გზაა ევროკავშირის ზოგიერთი რეკომენდაციის დასაკმაყოფილებლად და მოლაპარაკებების გასაახლებლად, გასახსნელად, როგორც ეს იყო ჩვენი პარტნიორების, უკრაინისა და მოლდოვას შემთხვევაში”- თქვა პრეზიდენტმა.

თეგები: სალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved