• რეკლამა
  • კონტაქტი
04:11, შაბათი, 28 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

ალია ავტორი - ალია
10:49 02-02-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ, რომელზეც საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, მმართველ პარტიაში ხმები ორად არის გაყოფილი, პარტიის წევრთა ნაწილი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეჩერებას ემხრობა, ნაწილი კი ვადის გახანგრძლივებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

„ზოგადად, პირადად ჩემი პოზიციაა, რომ კიდევ ერთი შანსი უნდა მიეცეთ, განსაკუთრებით, იმ პატარა პარტიებს, რომ თავიანთი ამომრჩევლის ხმა გაახმოვანონ პარლამენტში. ამის მომხრე ვართ, იმიტომ, რომ ჯერ ერთი იცით, რომ პარლამენტი უკვე მრავალფეროვანი გახდა, დღეს კიდევ დამატებით გახდება მრვალფეროვანი, თუმცა ის პატარა პარტიები, რომლებსაც ხმა მისცა ამომრჩეველმა, ჩემთვის პირადად უფრო საინტერესოა, რომ მათი წარმომადგენლები იყვნენ პარლამენტში და არა ვთქვათ რადიკალური ოპოზიცია. ისინი ვიცით რას წარმოადგენენ და როგორ,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი შალვა პაპუაშვილი კი მიიჩნევს, რომ სხდომაზე უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით იმგვარი პოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს, რომ სათანადო პასუხი გაეცეს ოპოზიციის მხრიდან დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობას.

„ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ პირად პოზიციას აქ მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანია, როგორც უკვე არაერთხელ განვაცხადეთ, ის კონტექსტი, რომელ კონტექსტშიც მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება, კონტექსტი კი არის შემდეგი, რომ მათ შორის, ევროსაბჭოს შეფასებით, ჩვენი ოპონენტების მხრიდან პარლამენტში არ შემოსვლა არის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა, ამიტომ, ახლა ჩვენ გვიწევს გადაწყვეტილების მიღება, თუ რა არის პასუხი ამ ძირგამოთხრილი ქმედებისა,“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved