• რეკლამა
  • კონტაქტი
21:59, ოთხშაბათი, 9 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქართული ოცნების” მხილება: როგორ მოიპარეს არჩევნები – ,,ტვ პირველი”

ალია ავტორი - ალია
02:59 11-07-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

მუქარა, დაშინება და იძულება – როგორ პარავს “ქართული ოცნებს” ამომრჩეველს ხმას? –  ,,ტვ პირველის” “შაბათის ეთერს” კობახიძე-ღარიბაშვილის პარტიის ერთ-ერთმა წევრმა შიდა მიმოწერის სრული ასლი მიაწოდა. ფაილს თან ერთვის აუდიოჩანაწერები, რითაც დასტურდება, როგორ გააყალბეს არჩევნები.

“ქართული ოცნების” მხილების ყველაზე მასშტაბური ჟურნალისტური გამოძიება მაკა ჩიხლაძემ ჩაატარა. სკანდალური ჩანაწერებიდან დგინდება, რა მეთოდებით ატარებს მმართველი გუნდი არჩევნებს და ვინ ასრულებს “ოცნების” შავ დავალებებს:  

დაახმარონ ცოტა ჭკუა, ტრალი-ვალი,  რომ ფსამთ ეგ მეც ვიცი, ამ ჩემს ფეხებს, თავმოჭრილი ქათმებივით… სხვის ტრაკზე გადაფარებით დავიღალე,  მთელი ღამე იმუშავეთ, თორემ ხელფასს არ მოგცემთ!” – ისმის ერთ-ერთ ჩანაწერში, ხმა კი “ქართული ცონების” მმართველი პოლტისაბჭოს წევრს, პარლამენტის დეპუტეტატს, რეგიონურლი სამსახურის უფროსს დიმიტრი სამხარაძეს ეკუთვნის, რომელიც მმართველ პარრიაში ე.წ. რუხ კარდინალად დაჯდა და ბოსების დავალების შემსრულებელია. 

ამ აუდიოჩანაწერის გარდა, “შაბათის ეთერის” ხელშია ათასობით მესიჯი, რომელიც არჩევნების გაყალბებას ადასტურებს. “შაბათს” მიაწოდეს  ვიდეოფაილები, ფოტო მასალა და ხმოვანი შეწყობინებები ქართული ოცნების ჩატიდან. 2020 წლის 18 ივნისიდან 3 დეკემბრამდე. ყველა შეტყობინება არჩევნების გაყალბების პრიდაპირი მტკიცებულება: 

გეგმა გვაქვს სპეციფიური – ნებისმიერი ინფო უნდა ვიცოდე
ზუსტი ციფრები მინდა, ვინ რამდენი ხმა მოქაჩა დღეს.
დაურეკეთ ყველას რომ კობახიძესთან არის თათბირი
მოხსენებას ვინც არ გადმოაგზავნის, ხელფასს არ გავცემ”- გვესმის ჩანაწერში. 

დიმიტრი სამხარაძის აუდიო ჩანაწერის გარდა, “შაბათის ეთერმა” არჩევნებში „ძველი ბიჭების“ მონაწილეობის უტყუარი მტკიცებულებები მოიპოვა. 

ქვემო ქართლი შევხვდით ეგრედწოდებულ ,,ბირჟის” წარმომადგენელ ავტორიტეტულ ახალგაზრდებს, რომლებმაც მხარდაჭერა აღგვითქვეს და დაიწყეს პროპაგანდა ახალგაზრდებში, რომ არცერთი ახალგაზრდა არ დადგეს ნაც. მოძრაობის გვერდით“- ვკითხულობთ ინფორმაციაში, რომელიც “ქართლი ოცნების” ცენტრალურ ოფისში, ქვემო ქართლიდან, გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების წინ, 2020 წლის 29 სექტემბერს, 21:58 საათზეა გაგზავნილი.

ტელეფონი ნომერი, სადანაც “ქართული ოცნების” ცენტრლური ოფისს უპატაკებს,  დათო კაჭარავას ეკუთვნის.  მისი პირადი გვერდის მონაცემებთ, ის თბილისის მერიის თანამშრომლია, თუმცა “ქართლი ცონების” საარჩევნო თათბინების აქტიური მონაწილე და ამორჩევლებს წინააღმდეგ სპეცოპერაციის ერთ ერთი მეთაური.

“შაბათის ეთერმა” მოიპოვა კაჭავას კიდევ ერთი მესიჯი, რომელიც პარტიი ბოსებს, 2020 წლის 1 ოქტომბერს 22: 32 საათზე გაეგზავნათ. ამ მესიჯით პირდაპირ დასტურდება რომ ე.წ. ბირჟის ავტორიტეტები, “ქართულ ოცნებას” ხმებს მათი დაკავბებული მეგობრების გათავისუფლებაშ უცვლიან. 

“ქართული ოცნების” შიდა მიმოწერის ამსახვბელი ათასობით მესიჯი გაშიფვრის შემდეგ, “შაბათის ეთერმა” ე.წ. ქურდული სამყაროს მიმდევრების არჩევნებში ჩართვის კიდევ რამდენიმე მტკიცბეულება აღმოაჩინა. დგინდება, რომ როდესაც პარტიას სჭირდება, რეგინში, იქ დაბადებულ მაგრამ დიდ ქალაქებში მცხოვრებ ბირჟის ავტორიტეტებს აგზავნის. ამის გარდა, კონკრეტული მტკიცებულებებით დგინდება,  რა სქემით, იყიდეს ხალხის ხმები 2020 წლის 4 ოქტომბერს.  

დიმიტრი სამხარაძეს რომ დავუბრუნდეთ, “ქართული ოცნების” შავი დავალებების შემსრულებელი დიმიტრი სამხარაძე ამ ჩანაწერიში ოთახის კარდაკარზე საუბრობს – ყველა რეგიონის, ყველა რაიონის, ყოველ დასახლებულ პუნქტში რეგისიტრიებული ამორმჩევლის სია წინასწარ დგება. ერთ ოთახში დიდი ეკრანზე ამ ადამიანების მონაცემები გამოაქვთ, ოთახში სხედან, საჯარო მოხელეები ვინც წარმოშობით ამ რაიონიდან,მ ქალაქიდან ან სოფლიდან არიან, სუსის წარმომადგენელი პარტიის წარმოამსდგენელი და მიდის მსჯელობა ვინ ვის მისცემს ხმას, თუ წინასწარიციან რომ ზოია სოფელ ჭრებალონდ ოპოზციის ამორმჩეველია სუსი ეძებს კომპრომატს ან სისუსტეს რაც ზოის არჩევანს შეაცვლევინევბს, ჩვენ ვიპოვეთ საჯარო მოხლეები ვისაც მსგავს ღონისძებაში მონაწილეობა მიაღებინეს და დანაშუალებივ სქემაში პარტიამ ჩაითრია . 

“ქართული ოცნებიდან” გამოტანილი მტკიცებულებებით პირდაპირ დგინდება, რომ ათასობით საჯარო მოხელე მსხვერლია. მათ პარტია აიძულებს ხალხის ტერორს, ვინც ამ დანაშუალს ხელს არ აწერს თავად მსხვეროლლი ხდება და მათი სამაგალითო დასჯა იგეგემება, ჩვენს ხელშია კიდევ ერთი მტკციებულება რა სასტიკი მეთოდებით იბრძვის ქართული ოცნება ძლაუფლების შესანარცუნბელბად და როგორ არის მზად, გადათელოს ყველა ვინ ამ გზაზე გადაეღობება. 

ბევრი საჯარო მოხელე რომელიც ღიად და აშკარად გვიპირისპირდება, საჭიროა ერთი – ორი გათავისუფლდნენ სამსახურებიდან ის მოხელეები, რომლებიც ოპოზიციებს წარმოადგენენ. რაც დადებითად იმოქმედებს პირებზე რომლებიც ღიად და აშკარად გვიპირისპირდებიან.”- წერია შეტყობინებაში, რომელიც  2020 წლის 4 ოქტომბერს 20:18 საათზე პარტიაში გაიგზავნა, ტელეფონის მფლობელი გიორგი მაქარაშვილია.

დიმიტრი სამხარაძე როსტომ მეფის სასახლეში განსაკუთებული დაცვის ობიექტია, ის “შავი” დავალებების გამცემია. ჩვენს მიერ მოპოვეული მტკიცებულბებით დგინდება, რომ დიმიტრი სამხარაძის სამიზნე, ხდებიან ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. თუ ვინმეს პოზიცია არ მოეწონა. სამხარაძე ბრძანებას 65 რაიონული ორგანიზციის უფროსს აძლევს რომ პარტიული აქტივმ ამ ხალხის გინება და ლანძღვა დაიწყო. 

მაქსიმალური ყურადღება! ისნის საოლქოს თავმჯდომარის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. უნდა ავტეხოთ ერთი ამბავი. კაცი მოკლეს ნაცებმა! აბულინგეს ზეწოლა მოახდინეს და მოკლეს!!! გუშინ იყვნენ მისულები და აბულინგებდნენ მთელი ღამე, კაცს გული გაუხეთქეს!მაქსიმალურად, სოციალური ქსელი სრულად უნდა დავფაროთ!”-  ამ კონკრეტული დავალების გამცემი ქეთი ჩარკვიანია, დიმიტრი სამხარაძის მარჯვენა ხელი. ის როგორც წესი, ჩატში, სამხარაძეს ახმოვანებს:

– სქრინები ქეთის ჩაუყარეთ
– ეს დავალება არ დააკოპიროთ!
– ტელეფონზე დაურეკეთ ვისაც დაავალებთ! გაანადგურეთ! უფრო აქტიურად! დეკანოიძეს დაასხით! 
– დიტო სამხარაძე – კომენტარებში ნაცებს შეესიეთ! ნაცებზე გინება, ხსნილია!  გერიდებათ?  თუ გკიდიათ? ცოტა გაინძერით! სქრინები ქეთის ჩაუყარეთ! მე დაღლილები არ მჭირდება! 
დავით გვიშიანი – ვასხამ დაუნდობლად და ცენზურის გარეშე
რა დაიწყე! არსად შენი კომენტარი არ წერია”- ვკითხულობთ საუდუმლო ჩატში. 

ეს ზღვაში წვეთია, იმ მტკიცებულებებთან შედარებით რომელიც ჩვენს ხელში აღმოჩნდა. – 2020 წლის 8 ნოემბერს, არჩევნებიდან 1 კვირაში, დიმიტრი სამხარაძის მარჯვენა ხელი გასცემს დავალებას, რომ სოციალურ ქსელში თავს დაესხან ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას. ქართული ოცნების წევრებს პირდაპირ კარნახობენ კონკრეტულ მესიჯბოქსსაც, რა უნდა წერონ გრიგოლიას დისკრედიტაციისთვის.

ქეთი ჩარკვიანი – დაასხით ინგა გრიგოლიას მაგრად, პატარკაციშვილის მოღალატე და ა.შ. ზედ გადავუაროთ
დიტო სამხარაძე: სააკაშვილი რომ უგზავნიდა საყვარლებს”- ვკითხულობთ ჩატში. 

 ამავე ჩატში დეპუტატი სამხარაძე, ტროლ-ბოტების გააქტიურებას, მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგაც ითხოვს. სამხარაძე და მისი მარჯვენა ხელი, ნებართვას გასცემენ გინებასა და შეურაცხყოფაზე. 

ოცნების რეგიონული მდივანი, ქვეშევრდომებს, “ტვ პირველის” ჟურნალისტის ნატო გოგელიას ბულინგსაც უკვეთავს.

ჩანაწერის მიხედვით, დიტო სამხარაძის უფლებამოსილება იმდენად დიდია, რომ მას არა მხოლოდ ოცნების მედიისთვის დღის წესრიგის შექმნა, არამედ სახელმწიფო უწყებების შუამავლობით, ამომრჩევლის შანტაჟიც ავალია. შაბათის ეთერის მიერ მოპოვებული ჩატიდან ჩანს, რომ სამხარაძეს წვდომა აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, შემოსავლების სამსახურთან, რესურსცენტრებთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბიზნესმენებთანაც კი. 

საიდუმლო ჩატიდან ირკვევა, რომ არჩევნებში ჩართვას და ხმების მობილიზებას, სახელისუფლებო მანქანა არა მხოლოდ ბიზნესმენებს სთხოვს. 41-ის შემოხაზვას ავალდებულებენ ყველას, დაცვის პოლიციის თანამშრომლებს, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, პრობაციონერებს, ტაქსის მძღოლებს, თავდაცვის უწყებასა და შემოსავლების სამსახურში დასაქმებულ ჩინოვნიკებს. 

ამის გარდა, საიდუმლო ჩატიდან კი ვიგებთ, რომ არსებობს ე.წ. ოთახის კადრაკარი. ანუ დიდ პროექტორზე ფოტოების თანხლებით ინდივიდუალურად განიხილავენ თითოეულ ამომრჩეველს, ადგენენ ვინ ვისი ამომრჩეველია და ვისზე რა სახის ზემოქმედება შეუძლიათ მოახდინონ. ზემოქმედების მომხდენების მობილიზებას კი ოცნება სისტემურად, დიდი ხნით ადრე აორგანიზებს. 
ჩატში ვკითხულობთ, რომ ოთახის კარდაკარისთვის სამსახურებიდან ათავისუფლებენ საჯარო მოხელეებს, მათთან ერთად განიხილავენ, შანტაჟისა და ზეწოლის რა ბერკეტის გამოყენება შეუძლიათ კონკრეტულ პირებთან მიმართებაში. ოთახის კარდაკარში მონაწილეობენ როგორც თავდაცვის სამინისტროს, ისე შემოსავლის სამსახურის თანამშრომლები. სახელმწიფო სამსახურში მყოფი პირების გარდა, ოთახის კარდაკარს, აუცილებლად ესწრებიან ე.წ. ავტორიტეტებიც. ამას ჩვენ არ ვამბობთ, ამის შესახებ ოცნების ჩატში წერია. 
წერია ისიც, რა შედეგი მოაქვს ქართული ოცნების წინასაარჩევნო ტრიუკს.

მასწავლებლები, პოლიციელები, რკინიგზელები და პრობაციონერები – ნადირობა ყველას ხმაზე მიდის. 41-იანელობას ყველას აიძულებენ, მსჯავრდებულებს სასჯელის შემსუბუქების სანაცვლოდ. 

შტაბის უფროსი დავით ხვისტანი და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი შტაბში შეხვდნენ ათამდე ახალგაზრდას, რამოდენიმეს ჰქონდა თხოვნა პირობითი მსჯავრის მოხსნასთან დაკავშირებით. აღგვითქვეს მხარდაჭერა სოფ.წინწყაროსა და სოფ. ხაიშის  ახალგაზრდებთან მუშაობაზე ჩვენს სასარგებლოდ.

ოცნების რუხ კარდინალს ხელი არა მხოლოდ ჩატელებზე მიუწვდება. მათი შეურაცხყოფისა და დაბულინგების გარდა, დიტო სამხარაძეს უფლება აქვს, ნებისმიერი უწყებიდან, ოპოზიციის მხარდამჭერი ნებისმიერი პირის, სამსახურიდან გათავისუფლება მოითხოვოს. სადამსჯელო ღონისძიება საპარლამენტო არჩევნების წინ დაიწყეს. 

,,საჭიროა გათავისუფლდნენ სამსახურებიდან ის მოხელეები, რომლებიც ოპოზიციებს წარმოადგენენ. რაც დადებითად იმოქმედებს პირებზე რომლებიც ღიად და  აშკარად გვიპირისპირდებიან.
კერძოდ ცისმარი ლიპარტელიანი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია ლენტეხის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. მერია იღებს პასუხისმგებლობას რომ აიყვანს მკაცრ კონტროლზე…გამომდინარე აქედან, რომ პიროვნება არის შტატიანი თანამშრომელი, სამუშაო გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში  მერია გასცემს გაფრთხილებას, რაც იქნება სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველი”- წერია ჩატში. 

წყარო: ,,ტვ პირველი”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?
ახალი ამბები

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?

17:25 07-08-2025
7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი
ახალი ამბები

7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი

15:44 07-08-2025
6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის
ახალი ამბები

6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის

14:22 07-08-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved