• რეკლამა
  • კონტაქტი
09:45, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქართული ოცნების“ მერობის ყველა კანდიდატი ან არის ძალოვანის წარმომადგენელი ან კიდევ უარესი, შპიონები – უგულავა

ალია ავტორი - ალია
15:13 09-18-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

საქართველოში მთავარი პრობლემა არის საზოგადოებრივი კონტროლის არარსებობა ძალოვან სტრუქტურებზე, – ასეთ განცხადებას აკეთებს ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა მოსახლეობასთან შეხვედრისას. 

მისი თქმით, სამოქალაქო კონტროლის გარეშე დარჩენილი ნებისმიერი ძალოვანი სტრუქტურა გახდება მონსტრი.„საქართველოში მთავარი პრობლემა არის საზოგადოებრივი კონტროლის არარსებობა ძალოვან სტრუქტურებზე. შესაბამისად, ძალოვანი სტრუქტურები ხდებიან დომინანტი. აქედან გამომდინარე, ძალოვანი სტრუქტურები ბადებენ იმ პრობლემებს, რომელიც შემდეგ ყველა ხელისუფლებისთვის ხდება პრობლემა. ამიტომ, საზოგადოებრივი კონტროლისა და პოლიტიკური, სამოქალაქო კონტროლის გარეშე დარჩენილი ნებისმიერი ძალოვანი სტრუქტურა გახდება მონსტრი. ამ მონსტრს დღეს ჩვენ ვუყურებთ, ის ჩვენ გვისმენს, გვითვალთვალებს, სახლში გვივარდება, გვამცირებს, გვაშანტაჟებს და ა შ. ნებისმიერი ხელისუფლების დროს, ვინც ამას სჩადიოდა, დაისჯება მკაცრად. დაისჯებიან მკაცრად დღევანდელები, გუშინდელები და გუშინწინდელები. ეს იქნება მაშინ, როდესაც ჩვენ რეალურად გვექნება სასამართლო.
საქართველოში სასამართლო არ არსებობს. სასამართლო არის ივანიშვილის პროპაგანდონებით დაკომპლექტებული და მხოლოდ პროკურატურა და სასამართლო ემსახურება პროპაგანდას, მეტს არაფერს. დღევანდელი სასამართლოთი ჩვენ სიმართლეს ვერასდროს გავიგებთ, მაგრამ დადგება დრო, რომ ნებისმიერზე, ნებისმიერზე ვისაუბროთ, უნდა გაირკვეს, რადგან არის დანაშაულებები, რომლებიც ადამიანს და სისტემას არ ეპატიება. თავის დროზე, სამოქალაქო კონტროლი, იმიტომ, რომ მე ვიყავი სამოქალაქო პირი, სამოქალაქო-პოლიტიკური კონტროლი მეტი იყო საჭირო იმისთვის, რომ თავნებობა აღგვეკვეთა. მაგრამ დანარჩენი უკვე მეგის ქარდავაზე ჰკითხეთ არჩილ ჩიქოვანს, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს. მეგის ქარდავას თანამშრომელს, მის ხელქვეითსა და მეგობარს.
დღეს პრობლემა საქართველოში არის ის, რომ სისტემა, თავისი ყველაზე დამპალი გამოვლინებებით დღეს გაიფურჩქნა. დღეს უკვე მეტასტაზებივით ედება ქვეყანას და პრაქტიკულად ყველა, ხაზს ვუსვამ, „ქართული ოცნების“ მერობის ყველა კანდიდატი ან არის ძალოვანის წარმომადგენელი ან კიდევ უარესი, შპიონები, რომლებიც გარდამავალი დროშასავით გადაეცა ძალოვან სისტემას. ისინი არ ემსახურებიან ქვეყნის უსაფრთხოებას, ისინი ემსახურებიან მხოლოდ რეჟიმს, რომელიც 2 ოქტომბერს დასრულდება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:38 04-02-2026
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:21 04-02-2026
აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved