• რეკლამა
  • კონტაქტი
19:01, კვირა, 9 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატებმა ლილოს დასახლებაში შეხვედრები გამართეს

ალია ავტორი - ალია
12:47 08-31-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი აგრძელებს წინასაარჩევნო შეხვედრებს. ამჯერად კახა კალაძე, საკრებულოში სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ რევაზ სოხაძესთან ერთად, ლილოს დასახლებას სტუმრობდა.

კახა კალაძემ ლილოს მოსახლეობას სამომავლო პროექტები და მომავალი 4 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო. მანვე ხაზი გაუსვა იმ პრობლემებს, რომლის წინაშე ლილოს დასახლება ჯერ კიდევ დგას.

„იმაზე ორჯერ-სამჯერ მეტს გავაკეთებთ, რაც გავაკეთეთ 4 წლის განმავლობაში. მართლაც ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ბოლო წლებში,  თუმცა, შეგვეძლო კიდევ უფრო მეტი გაგვეკეთებინა. გარკვეული დაპირებები მქონდა, რომელთა შესრულება ვერ შევძელით იმის გამო, რომ ბოლო ორი წელია, ვებრძვით უხილავ მტერს, რომელსაც კორონავირუსი ჰქვია. დაგეგმილი პროექტებისთვის განსაზღვრული თანხების გადამისამართება მოგვიწია იმ ოჯახებისთვის და იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებსაც ყველაზე მეტად გაუჭირდათ ამ ვითარებაში.

არ იფიქროთ, რომ ის პროექტები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით, არ გაკეთდება. პირიქით, იმაზე მეტი გაკეთდება, მეტი ენთუზიაზმით და მეტი ენერგიით. ჩვენ ვიცით, დღეს რა პრობლემებია თითოეულ სადარბაზოში, თითოეულ უბანში, თითოეულ რაიონში, ამიტომ, საკმაოდ ამბიციური გეგმებით მოვდივართ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ და რევაზ სოხაძემ დაათვალიერეს ლილოს დასახლებაში ახლადგახსნილი საცურაო აუზი, რომელიც მოსახლეობის დიდი ხნის სურვილი იყო, ასევე სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს.

„ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ამავე დროს, აქტიურად ვმუშაობთ იმ პრობლემებზე, რომელიც ჯერ კიდევ გადაუჭრელი რჩება. შეიძლება რომელიმე პრობლემა ვერ მოვაგვაროთ, მაგრამ გვერდში დგომას ყოველთვის იგრძნობთ. თქვენც და ჩვენც უნდა გვქონდეს ამბიცია, რომ საუკეთესო უბანში იცხოვროთ“, – განაცხადა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა რევაზ სოხაძემ.

კანდიდატები სტურუას ქუჩაზე მდებარე სპორტულ მოედანზეც იმყოფებოდნენ, რომლის რეაბილიტაციაც ახლო მომავალში იგეგმება. რაც შეეხება სტურუას ქუჩას, მისი რეაბილიტაცია  2020 წელს განხორციელდა, გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და დაიგო ასფალტის საფარი.

შეხვედრებს ესწრებოდნენ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი, ასევე, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები საქართველოს პარლამენტსა და თბილისის საკრებულოში.  

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved