• რეკლამა
  • კონტაქტი
22:18, ხუთშაბათი, 2 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ ხაშურის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

ალია ავტორი - ალია
10:46 09-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხაშურის მერობის კანდიდატი თენგიზ ჩიტიაშვილი შეხვდა ღვინის ქარხნის დასახლების, კლდიაშვილისა და წმინდა ნინოს (ყოფილი სპორტის), ასევე ფალიაშვილისა და ლესელიძის ქუჩის მცხოვრებლებს. ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

შეხვედრა გაიმართა ქალაქის ცენტრალურ პარკშიც. ხაშურის მთავარ პრობლემას წყალმომარაგება წარმოადგენს, რაც, ასევე, აფერხებს საგზაო ინფრასტრუქტურის გამართვას.

როგორც ცნობილია, დღეს ხაშურის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი შეხვედრა შედგა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, ადგილობრივი ხელისუფლების და ფრანგული საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლების მონაწილეობით. ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის განხორციელება, რომელსაც საფრანგეთის განვითარების სააგენტო და ევროკავშირი აფინანსებს, მომავალი წლის პირველი ნახევრიდან დაიწყება.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა 209 კმ-იანი ქსელი, მაგისტრალი, ორი სათავე ნაგებობა, სამი რეზერვუარი და გამწმენდი ნაგებობა. პროექტის დასრულება 2025 წლისთვის არის დაგეგმილი.

„მოხარული ვარ, რომ ხაშურის 24-საათიანი წყალმომარაგების და წყალარინების პროექტის განხორციელებისთვის ყველა წინაპირობა შექმნილია და უშუალოდ სამუშაოების დაწყებამდე მხოლოდ ფორმალური პროცედურებია დარჩენილი. ეს იქნება საუკუნის პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც ხაშურელების, ისე ოსიაურისა და ცხრამუხის მოსახლეობის ყოველდღიურობას.

წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის განხორციელება საშუალებას მოგვცემს, გზების რეაბილიტაციაზეც ვიზრუნოთ.

მოქალაქეები იმედიანად ელიან პროექტის განხორციელებას, რაც, ამავე დროს, ადგილობრივებისთვის დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის.

დღევანდელი შეხვედრები მეც იმედიანად განმაწყობს და მჯერა, მოქალაქეთა თანადგომით ყველა პრობლემის მოგვარებას შევძლებთ“, – განაცხადა თენგიზ ჩიტიაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:38 04-02-2026
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:21 04-02-2026
აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved