პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადებით, ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი, ნატალი საბანაძე მის გუნდს შეუერთდება.
გახარიას ინფორმაციით, „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული ყოფილი ელჩი მისი საერთაშორისო მრჩეველი იქნება.
„ყველა იცნობთ ქალბატონ ნათია საბანაძეს, დღეს მე მიხარია, რომ ნათია საბანაძე შემოუერთდება ჩვენს გუნდა, მას ექნება ოფიციალური პოზიცია ჩვენთან. ის იქნება ჩემი საერთაშორისო მრჩეველ. ყველას მოგეხსენებათ მისი საერთაშორისო და ქვეყნის შიგნით არსებული რეპუტაცია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
კომენტარები