სპორტსმენები “ქართული ოცნების” საარჩევნო სიებში – მმართველი პარტია გორში ადგილობრივი ხელისუფლებისა და საკრებულოს დაკომპლექტებას მოკრივეებითa და მოჭიდავეებით აპირებს. “პირველებმა” გაარკვია, რომ “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატ ლადო ხინჩეგაშვილის გავლენებით, პროპორციულ სიაში მისი გარემოცვა მოხვდა. მათ შორის, საკრებულოში მოხვედრა სურთ მოკრივე ბექა ლობჟანიძეს და მოჭიდავე გიორგი გოგშელიძესაც.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხელისუფლებას ყველა პოლიტიკური რესურსი ამოწურული აქვს, ამიტომ მხარდაჭერის მოპოვებას სპორტსმენების ხელშეწყობით ცდილობს.
კომენტარები