• რეკლამა
  • კონტაქტი
10:15, ხუთშაბათი, 21 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქარელის მუნიციპალიტეტში ქარის ელექტროსადგურმა ქარს ვერ გაუძლო

ალია ავტორი - ალია
12:06 01-14-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,303
ქარელის მუნიციპალიტეტში ქარმა ქარის ელექტროსადგური დააზიანა. კერძოდ, დამტვრეულია ფრთები.

როგორც კოდავარდისუბანში გვითხრეს, ელექტროსადგური რამდენიმე წელი მუშაობდა, ხოლო ფრთები დაზიანდა მაშინ, როდესაც ძლიერი ქარი იყო და სოფელშიც რამდენიმე სახლს სახურავი ახადა.

მათთვის უცნობია, თუ ვინ დაამონტაჟა ელექტროსადგური სოფლის თავზე – მირდატის სახელობის ეკლესიის გვერდით. გადმოცემით იციან, რომ მესაკუთრე სპორტსმენია.

საჯარო რეესტრის მიხედვით, ქარის ელექტროსადგური დამონტაჟებულია იმ მიწაზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ანგარიშების მიხედვით, სოფელ კოდავარდისუბანში ქარის ელექტროსადგურის მონტაჟი მოითხოვეს 2021 წლის ივნისში. თუმცა, მთელი რიგი მოთხოვნების შეუსაბამობის გამო, მისი განხილვის წარმოება შეწყდა.

ამის შემდეგ, ახალი მოთხოვნა, გარემოზე ზემოქმედების შეფასების კუთხით, აღარ განხილულა. თუმცა, კოდავარდისუბანში ქარის ელექტროსადგური მაინც ააშენეს. როგორც მინისტროს მოადგილის განცხადებიდან ჩანს, სოფლის თავზე ქარის ელექტროსადგური უნდა მოხმარებოდა მაინინგის სისტემას.

პირი, რომელმაც 2021 წელს ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა მოითხოვა ლევან გუგუჩიაა. მისი საცხოვრებელი ქარელია. ფლობს რამდენიმე კომპანიას – ,,ნიუ ენერჯი ჯგუფს” და ა.შ.

იგი გარემოს დაცვის მინისტრს, ლევან დავითაშვილს პირდებოდა, რომ ელექტროსადგური აშენდებოდა კერძო ტერიტორიაზე და გაიზრდებოდა ტურბინების რაოდენობა. კერძო ტერიტორია იმ პერიოდში ეკუთვნოდა გორში მცხოვრებ გაბრიელ ჯანაშვილს.

2022 წლიდან ამ მიწის მფლობელი კომპანია ,,ტოპ ოფ ჯორჯია – სნეილს” გახდა, რომლის მფლობელი საქართველოსა და ისრაელის მოქალაქე დავიდ-ნუგზარ დვირია. მან კაკლის ბაღები გააშენა და როგორც ადგილობრივებმა თქვეს, ლოკოკინის შეგროვებასაც აწარმოებს.

ქარის ტურბინები კი აშენდა მისი მიწის ნაკვეთის გვერდით.

რაც შეეხება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოზიციას, მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ასეთი პასუხი გასცა მაინერს:

,,საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განიხილა თქვენი მიმდინარე წლის 15 ივნისის N10532 სკრინინგის განცხადება, რომელიც ეხება ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოდავარდისუბანში მიკრო სიმძლავრის ქარის ტურბინის მოწყობასა და ექსპლუატაციას.

გაცნობებთ, რომ წარმოდგენილ სკრინინგის განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაში განხილულია არა უშუალოდ საპროექტო ტერიტორიის და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, არამედ რეგიონის ზოგადი დახასიათება. ამასთან, სკრინინგის განცხადებაში არ არის მოცემული და დაზუსტებას საჭიროებს დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი, კერძოდ:

● წარმოდგენილი სკრინინგის განცხადებიდან არ იდენტიფიცირდება რამდენი ერთეული ქარის ტურბინის დამონტაჟებას გეგმავს საქმიანობის განმახორციელებელი და არ არის მოცემული საპროექტო ტერიტორიაზე (ს/კ68.05.41.378) ქარის ტურბინების განთავსების კონკრეტული ლოკაციები (მაგ: GPS
კოორდინატები). მათ შორის დაზუსტებას საჭიროებს ქარის ტურბინ(ებ)ის განთავსებიდან მანძილი უახლოეს საცხოვრებელ სახლამდე ან/და სხვა კერძოსაკუთრებამდე;

● სკრინინგის განცხადებაში წარმოდგენილი უნდა იყოს ორნითოფაუნაზემოსალოდნელი ზემოქმედების შესახებ ინფორმაცია;

● სკრინინგის განცხადებაში მოცემული უნდა იყოს ზედაპირული და გრუნტისწყლებზე ზემოქმედების შესახებ საკითხები;

● დაზუსტებას საჭიროებს წყლის გამოყენებისა და სამეურნეო-ფეკალური ჩამდინარე წყლების მართვის შესახებ ინფორმაცია;

● სკრინინგის განცხადებაში წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია ნიადაგის ნაყოფიერ ფენაზე და გრუნტზე ზემოქმედებისა და მისი შემდგომი მართვისშესახებ;

● დაზუსტებას საჭიროებს ინფორმაცია სამშენებლო და მოწყობითი სამუშაოების შესახებ, მათ შორის ზემოქმედების საკითხი და სამშენებლო სამუშაოების ხანგრძლივობა;

● სკრინინგის განცხადება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მცენარეულ საფარზე ზემოქმედების შესახებ;

● სკრინინგის განცხადებაში განხილული უნდა იქნას მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპზე წარმოქმნილი ნარჩენების და მათი შემდგომი მართვის შესახებ ინფორმაცია;

● სკრინინგის განცხადების თანახმად, ქარის ტურბინების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია დატვირთვის მიზნით მოხმარდება მაინინგის სისტემას. დაზუსტებას საჭიროებს გამომუშავებული ენერგიის გამოყენების, მათ შორის მაინინგის სისტემის შესახებ ინფორმაცია;

● სკრინინგის განცხადებაში არ არის მოცემული და დაზუსტებას საჭიროებს ტრანსფორმატორის ან/და სხვა მსგავსი მოწყობილობის განთავსების შესახებ ინფორმაცია;

● დაზუსტებას საჭიროებს სამშენებლო სამუშაოების ეტაპზე ატმოსფერულ ჰაერზე მოსალოდნელი ზემოქმედების საკითხი;

● სკრინინგის განცხადების მიხედვით, ტურბინის დაბალი სიმძლავრიდან გამომდინარე არ ექნება ხმაური და ვიბრაცია. ვინაიდან, ქარის ტურბინის ექსპლუატაცია დაკავშირებულია ხმაურის გავრცელებასთან, შესაბამისი გამოთვლებისა და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით (ტურბინების
რაოდენობა, არსებული ბუნებრივი ბარიერები და მანძილი უახლოეს რეცეპტორებამდე) დაზუსტებას საჭიროებს საპროექტო ტურბინების ექსპლუატაციით გამოწვეული ხმაურის გავრცელების დონის შესახებ ინფორმაცია;

● სკრინინგის განცხადების თანახმად, ქარის ტურბინის განთავსება დაგეგმილია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. გაცნობებთ, რომ „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების გარეშე მისი არასასოფლოსამეურნეო დანიშნულებით გამოყენება დაუშვებელია;

● სკრინინგის განცხადება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მე-7 მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად.

სამინისტრო სკრინინგის გადაწყვეტილების მიღების მიზნით იმსჯელებს ზემოაღნიშნული შენიშვნების შესაბამისად შესწორებული სრულყოფილი სკრინინგის განცხადების წარმოდგენის შემდეგ.” – წერს ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილე.

წყარო: qartli.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

ალტას განახლებული პლატფორმა: შეიძინე სასურველი ტექნიკა კიდევ უფრო კომფორტულად
ახალი ამბები

ალტას განახლებული პლატფორმა: შეიძინე სასურველი ტექნიკა კიდევ უფრო კომფორტულად

16:55 08-20-2025
თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი
ახალი ამბები

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი

13:53 08-20-2025
თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში

13:17 08-20-2025
თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved