7 ნოემბრის საქმე – საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. სხდომას თავად სააკაშვილი ესწრება. დარბაზში სიტყვით გამოსვლის დროს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მის პუტინის დავალებით მისი „ინვალიდიზაციის პროცესი მიმდინარეობს.“ როგორც მან აღნიშნა, უკრაინულმა მხარემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი უკრაინისთვის გადაცემა მოითხოვა.
“იმათ გასაგონად, რომ თითქოს უკრაინა სააკაშვილს არ ითხოვს, მას შემდეგ გორის ჰოსპიტალში მოხდა ჩემზე თავდასხმა და რომლისგანაც დავზარალდი ბევრად უფრო მეტად, ვიდრე გლდანში რაც მოხდა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა უკრაინის ხელისუფლების სახელით ჩემი გადაცემა მკურნალობისთვის უკრაინაში ჰუმანიტარული მიზნებით, იმიტომ რომ საქართველოში პუტინის დავალებით ხორციელდება ინვალიდიზაცია“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ასევე მე ვითხოვ, 24 საათიანი ექიმის მომსახურებას რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში. მას შემდეგ რაც გორის ჰოსპიტალში თავს დამესხნენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა ჩემი სამკურნალოდ გამგზავრება. აქ არა მკურნალობა, არამედ პუტინის დავალებით ჩემი ინვალიდიზაციის პროცესი მიმდინარეობს”, – განაცხადა სააკაშვილმა.














კომენტარები