რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მინსკის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების დაწუნებას რუსული გამოთქმით გამოეხმაურა.
“რაც შეეხება მინსკის შეთანხმებას, არის თუ არა ცოცხალი, ან აქვს თუ არა რაიმე პერსპექტივა – მე ვთვლი, რომ სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს. გავიმეორებ, კიევში ან ამბობენ, რომ დააკვირდებიან, ან – ჩვენ ქვეყანას დაანგრევსო. მოქმედმა პრეზიდენტმა [ვოლოდიმირ ზელენსკიმ] არც თუ ისე დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ მინსკის შეთანხმების არც ერთი პუნქტი არ მოსწონს. მოგწონს, თუ არა, აიტანე, ჩემო ლამაზო, შესრულებაა საჭირო, სხვანაირად არ გამოვა. არ სურთ დონბასის წარმომადგენლებთან პირდაპირი საუბარი. [შეთანხმებაში] წერია, რომ უნდა განიხილონ და შეთანხმდნენ მათთან, სხვანაირად როგორ იმუშავებენ. შეუძლებელია. ამიტომ ვაჟკაცობა უნდა მოიკრიბო, აღიარო რა წერია, არ თქვა შავზე თეთრიაო და თეთრზე შავიაო”, – თქვა ვლადიმირ პუტინმა პრესკონფერენციაზე.
მინსკის პროტოკოლი ჯერ 2014 წლის სექტემბერში, შემდეგ ხელახლა 2015 წლის თებერვალში გაფორმდა უკრაინას, გერმანიას, საფრანგეთს, რუსეთსა და უკრაინის ოკუპირებულ სეპარატისტულ ტერიტორიებს შორის. მის მიხედვით შეიქმნა რუხი ზონა კონფლიქტის მხარეებს შორის და განისაზღვრა თუ რა იარაღის ტიპების განლაგებაა შესაძლებელი ამ ზონის მახლობლად. გაფორმების შემდეგ პროტოკოლი მრავალჯერ დაირღვა. მისი მეშვეობით კონფლიქტი დონბასში ვერ შეჩერდა. შეთანხმების პუნქტებს უარყოფითად აფასებენ უკრაინის მთავრობაში.
კომენტარები