• რეკლამა
  • კონტაქტი
02:46, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პროფესიული მოვალეობის შესრულებისას წელს 7 დასაქმებული გარდაიცვალა, 70 კი მძიმედ დაშავდა

ალია ავტორი - ალია
12:18 04-28-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

დღეს სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღეა.

როგორც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში აცხადებენ, ეს დღე ხსოვნის და ამავდროულად, მოქმედების დღეა. პროფესიული გაერთიანება წელსაც უერთდება მსოფლიო პროფკავშირების (ITUC) კამპანიას სლოგანით: „შეაჩერე პანდემია სამუშაო ადგილებზე!“ და განცხადებას ავრცელებს.

„სამწუხაროა, რომ საქართველოში ყოველწლიურად ასობით დასაქმებული შავდება სამუშაო ადგილებზე, იძენს პროფესიულ დაავადებებს და ხშირია გარდაცვალების ფაქტებიც. წელს, COVID 19-ის გავრცელებიდან გამომდინარე სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა განსაკუთრებით აქტუალურია. 2019 წელს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვლა 38 და მძიმედ დაშავდა 135 ადამიანი. მხოლოდ წელს, გარდაიცვალა 7 და მძიმედ დაშავდა 70 დასაქმებული. ეს იმ ფონზე, როდესაც გლობალური პანდემიის პირობებში თვეზე მეტია ეკონომიკის სექტორების უმეტესობა არ მუშაობს. თუმცა, ამავე პანდემიის პირობებში, უსაფრთხო შრომასთან დაკავშირებული გამოწვევები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი სერვისების მიწოდებისთვის ბრძოლის წინა ხაზზე არიან: ჯანდაცვის და კვების პროდუქტების მაღაზიებში დასაქმებულები, პოლიციის თანამშრომლები, სოციალური მუშაკები და ა.შ. კიდევ უფრო დიდია.

მიუხედავად ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების სფეროში გატარებული არაერთი პოზიტიური რეფორმისა, კვლავ რჩება არაერთი პრობლემური საკითხი, რის გამოც სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გადარცვლილთა სტატისტიკა კვლავ მაღალია. საქართველოში სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა მაჩვენებელი 3.1-ჯერ აღემატება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს. აქვე გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ სტატისტიკაში არ ხვდება პროფესიული დაავადებები და უამრავი შემთხვევა, რომელიც დამსაქმებლის ძალისხმევის შედეგად არ ხმაურდება და შესაბამისად, ზედამხედველი ორგანოსთვის უცნობი რჩება.

კვლავ პრობლემას წარმოადგენს შრომის ინსპეტირების დეპარტამენტის მანდატის გავრცელება მხოლოდ შრომის უსაფრთხოებაზე. იგი საერთოდ არ ეხება შრომით უფლებებს, მაშინ, როდესაც ამ ორ კატეგორიას შორის ზღვარი და მიჯნა რეალურად არ არსებობს. საწარმოო შემთხვევათა დიდი ნაწილი სწორედ დასაქმებულთა ფიზიკური გადაღლილობიდან გამომდინარეობს, რაც მათი ისეთი შრომითი უფლებების უგულვებელყოფითაა განპირობებული როგორიცაა: შვებულებით სარგებლობაზე უარი, ზეგანაკვეთური მუშაობა, ე.წ. ბიულეტენით ვერ სარგებლობა და ა.შ.

ამასთან, ზედამხედველი ორგანოს ეფექტურობას ამცირებს შრომის ინსპექტორთა არასაკმარისი ოდენობა და რეგიონალური დაფარვის არქონა. საწარმოო ტრავმატიზმთან და სამუშაო ადგილებზე გარდაცვალებასთან დაკავშირებული საქმის წარმოება, სისხლის და სამოქალაქო საქმეებზე, დროში გაჭიანურებული და ხშირად არაფექტიანი პროცესია. შემაფშოთებელია, ამ საკითხზე არსებული სისხლის სამართლის პოლიტიკაც, რა დროსაც, ხშირად არ იკვეთება დამსაქმებლის ბრალეულობა და უმეტესად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა რიგით თანამშრომელს ეკისრება.

ასევე, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ცალსახად ითვალისწინებს შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ფორმატში გადაწყვეტას, პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ეს ვალდებულება არ სრულდება სამმხრივი კომისიის უმოქმედობის გამო.
აუცილებელია, ზემოაღნიშნული მდგომარეობის გაანალიზება და მხედველობაში მიღება იმისთვის, რომ შრომის კანონმდებლობის აღსრულების მექანიზმი ეფექტური იყოს და შემცირდეს სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა საგანგაშო სტატისტიკა. შესაბამისად, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, მოვითხოვთ: საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, გაძლიერდეს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის მანდატი იმგვარად, რომ მან უსაფრთოებასთან ერთად მოიცვას შრომის უფლებებზე ზედამხედველობაც;

მოხდეს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის სათანადაო საკადრო რესურსით აღჭურვა და ინსტიტუციური გაძლიერება;

დაჩქარდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის #81, #155, #176 კონვენციების რატიფიცირება, რომელიც ადგენს შრომის უსაფრთხოების უფრო მაღალ სტანდარტებს, ვიდრე ეროვნული კანონმდებლობა;

მოხდეს პროფესიული დაავადებების აღრიცხვა;

შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები გადაწყდეს სოციალური დიალოგის გზით;

განხორციელდეს დაჩქარებული და ეფექტიანი სამოქალაქო და სისხლის სამართალწარმოება საწარმოო ტრავმატიზმის და გარდაცვალების ფაქტებზე;

საწარმოო ტრავმატიზმის და გარდაცვალების ფაქტებზე განხორციელდეს სრულყოფილი გამოძიება, გამოვლინდეს და დაისაჯოს რეალურად პასუხიმგებელი ბრალეული პირები“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved