რა გადაუდებელი აუცილებლობა იყო გიგი უგულავას გახდომა, რაც ქვეყანას 114 ათასი ლარი დაუჯდა? სოფო ნიჟარაძის სასტუმროს მომსახურება, რაც სახელმწიფოს 5 ათასი ლარი დაუჯდა? ამაზე ისაუბრეთ,- ასე მიმართა პროკურორმა გიორგი მუჯირმა სასამართლოს სხდომაზე, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გაწეულ ხარჯებზე საუბრისას განაცხადა.
მუჯირს სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ უპასუხა.
ეს რეაქცია რას ნიშნავს?! ეს პროპაგანდა რას ნიშნავს?! სახე არ დაკარგოთ, რა განცხადებებს აკეთებთ?! სირცხვილია, ამ ყველაფერზე პასუხი გაცემულია!“ – განაცხადა მან.
კომენტარები