რა გადაუდებელი აუცილებლობა იყო გიგი უგულავას გახდომა, რომელიც ქვეყანას 114 ათასი ლარი დაუჯდა? აი, ამაზე ისაუბრეთ, – მიმართა საქმის პროკურორმა გიორგი მუჯირმა ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომაზე.
პროკურორის თქმით, ბრალდების მხარე ვერ მისცემს შესაძლებლობას ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს, რომ ტყუილი ისაუბროს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების – ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სხდომა მიხეილ სააკაშვილის გარეშე გრძელდება – მიხეილ სააკაშვილმა დარბაზი დატოვა.
კომენტარები