• რეკლამა
  • კონტაქტი
19:39, ხუთშაბათი, 6 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პროკურატურაც თუ მაგას ამბობს, სასამართლოც და გავაშელიშვილიც, მეც დავიჯერე, რომ ვცემე – უგულავა ძიუდოისტის “ცემის” საქმეზე

ალია ავტორი - ალია
11:58 02-01-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

პოლიტიკური და სამართლებრივი აბსურდი – ასე აფასებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა ძიუდოისტის ცემის საქმეზე პროცესების განახლებას.  

უგულავა “ტვ პირველთან” ამბობს, რომ როგორც კი საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება ცოცხლდება, ხელისუფლება პოლიტიკურ საქმეებს აცოცხლებს. 

რაც შეეხება დღევანდელ სასამართლო პროცესს, ხელისუფლების ოპონენტი აღნიშნავს, რომ მოწმეს მოუწევს დაამტკიცოს, “როგორ ცემა მან ჩემპიონი”.  

პოლიტიკური ცხოვრება ცოცხლდება, და ასეთი საქმეები გაგრძელდება. ეს საქმე პოლიტიკური და სამართლებრივი აბსურდია და ამ რეჟიმის ცინიზმს კარგად წარმოაჩენს. მე და გოკა გაბაშვილს ყველაზე დაცულ ადგილზე თავს დაგვესხნენ, მერე აქით დამაბრალეს, რომ ვცემე და აგერ სასამართლოზე დავდივარ. პროკურატურაც თუ ირწმუნება, სასამართლოც თუ ამას იძახის, გავაშელიშვილის მაგას წერს, ბოლოში მეც დავიჯერებ, რომ ვცემე, ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, მეტი რა ვქნა, დავდივარ და ამ აბსურდში ვმონაწილეობ. 

სიმართლე და ტრაგიზმი ამ ისტორიის ის არის, რომ როდესაც შენ სამართალდამცავ სისტემას ერთხელ მწვანე შუქს აუნთებ, რომ უკანონობა ჩაიდინოს, მერე აუცილებლად მოხდება ის, რაც მოხდა თბილისის მეტროში, როცა შშმ პირი პოლიციელმა სცემა”- განაცხადა პოლიტიკოსმა.  

თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი ლიდერის, გიგი უგულავას საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება უგულავა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის 4 მოწმე დაიკითხება. მათ შორის არიან, მესაზღვრე პატრული და გამომძიებელი.

ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემის საქმეზე სასამართლო პროცესები თვეების განმავლობაშ შეჩერებულიყო, თუმცა ისევ განახლდა. თავად უგულავა ფაქტს მისდამი პოლიტიკური დევნით ხსნის. 

ინციდენტი 2019 წლის 11 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა, როცა ოპოზიციის მტკიცებით,  გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს, აეროპორტის საპასპორტო კონტროლის ზონაში თავს ორი პირი სპორტსმენი – საბა (ბადრი) გავაშელიშვილი და დავით პარკაძე დაესხა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე, ძალადობის, მუხლით დაიწყო, თუმცა ნაცვლად გავაშელიშვილისა, უწყებამ ბრალი უგულავას წარუდგინა. საქმეში დევს ძიუდოისტ გავაშელიშვილის ჩვენება, რომლის მიხედვითაც მას უგულავამ სცემა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით
ახალი ამბები

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით

16:49 11-06-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა

10:44 11-06-2025
თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved