• რეკლამა
  • კონტაქტი
00:03, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პროკურატურამ “ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, ,,ქურდული სამყაროსათვის“ მიმართვის და მხარდაჭერისთვის 15 პირს ბრალდება წარუდგინა

ალია ავტორი - ალია
13:35 09-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, ,,ქურდული სამყაროსათვის“ მიმართვის და მხარდაჭერისთვის 15 პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ნ.მ., კ.ნ., მ.მ., ა.ა., ა.ც., შ.მ., ბ.გ., პ.ბ., და შ.ქ., აღიარებენ ქურდულ სამყაროს და აქტიური კავშირი აქვთ საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებთან. ისინი თავიანთი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ქურდული სამყაროს წესების შესაბამისად, წყვეტდნენ არაერთ დავას და მოქალაქეებს სისტემატიურად სძალავდნენ ფულად თანხებს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ავტომანქანასთან დაკავშირებული ერთ-ერთი დავის გადასაწყვეტად, ბ.ა.-მ და ზ.ნ.-მ ქურდული სამყაროს წევრებს მიმართეს. კანონიერი ქურდის დავალებების შესრულებისას კი ბ.მ.-მ, ო.მ.-მ, გ.რ.-მ და გ.გ.-მ თავიანთი აქტიური ქმედებით ქურდული სამყაროს საქმიანობას ხელი შეუწყვეს.

ნ.მ.-ს, კ.ნ.-ს, მ.მ.-ს, ა.ა.-ს, ა.ც.-ს, შ.მ.-ს, ბ.გ.-ს, პ.ბ.-სა და შ.ქ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბ.მ.-ს, ო.მ.-ს, გ.რ.-ს და გ.გ.-ს ბრალდება 223-ე სამი პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოლო ბ.ა.-ს და ზ.ნ.-ს 223-ე ოთხი პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროსთვის“ მიმართვა), რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარე დაკავებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:38 04-02-2026
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:21 04-02-2026
აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved