• რეკლამა
  • კონტაქტი
04:01, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პრეზიდენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში სიმბოლური ფიგურაა, სიმბოლიზმზე გაკეთდა აქცენტი – ირაკლი კობახიძე

ალია ავტორი - ალია
11:54 06-13-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
137

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის წარდგენა გაიხსენა და თქვა, რომ აქცენტი სიმბოლიზმზე გაკეთდა. როგორც კობახიძე ამბობს, ზურაბიშვილის პრეზიდენტის კანდიდატად წარდგენა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო. ამის შესახებ მან იმედის ეთერში ისაუბრა.

“პრეზიდენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში არის სიმბოლური ფიგურა, სიმბოლიზმზე გაკეთდა სწორედ, პირველ რიგში, აქცენტი და რაზე კეთდებოდა — ერთი, რომ ის იყო ძველი დიასპორის წარმომადგენელი და 100 წლის თავზე, 1918 წლის შემდეგ 2018 წელს სიმბოლურად ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ სწორედ იმ დიასპორის წარმომადგენლის შთამომავალი გახდა საქართველოს პრეზიდენტი.

მეორე ქალი პრეზიდენტი ესეც რაღაცა ჩვენი ისტორიული ტრადიციის ერთგვარი გამოხატულება იყო. გარდა ამისა, ევროპიდან ჩამოსული ადამიანი, რომელიც ხდება პრეზიდენტი. ანუ დიასპორა, ქალი, ევროპელი, ეს იყო ის სიმბოლიზმი, რომლის საფუძველზეც გაკეთდა საბოლოო ჯამში აქცენტი სალომე ზურაბიშვილზე და შეჩერდა არჩევანი მის კანდიდატურაზე. ეს იყო ბატონი ბიძინას ინიციატივა, ეს ინიციატივა რომ არ ყოფილიყო, სალომე ზურაბიშვილი იქნებოდა ერთი რიგითი პარლამენტის წევრი”, — ა,ბობს კობახიძე.

კობახიძე აღნიშნავს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში საშინაო და საგარეო პოლიტიკას მთლიანად ახორციელებს მთავრობა პრემიერის ხელმძღვანელობით. მისი თქმით, კონსტიტუციის შესაბამისად, პირველ რიგში, პრეზიდენტმა უნდა იმოქმედოს.

“სისტემა უნდა ესმოდეს, ამ სისტემაში საშინაო და საგარეო პოლიტიკას მთლიანად ახორციელებს მთავრობა პრემიერის ხელმძღვანელობით, ეს არის სისტემა. საგარეო პოლიტიკას კონკრეტულად რაც შეეხება, მხოლოდ თუ არის მთავრობის საგანგებო თანხმობა, მაშინ ერევა საგარეო პოლიტიკაში, მარტო მაშინ. ეს პირდაპირ წერია შავით თეთრზე კონსტიტუციაში. ეს იცის რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილმა, თუმცა უნდა იმაზე მეტი, ვიდრე კონსტიტუცია მას მიაკუთვნებს, რაც არასწორია. პრეზიდენტი, პირველ რიგში, უნდა გაყვეს, რა თქმა უნდა, კონსტიტუციას და უნდა იმოქმედოს კონსტიტუციის შესაბამისად”, — თქვა მან.

ამაზე საუბარი კობახიძემ მას შემდეგ დაიწყო, რაც ჟურნალისტმა ზურაბიშვილის ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებზე კითხა. მან ისაუბრა, რომ მორალური თვალსაზრისით, ზურაბიშვილს ერთ სიბრტყეზე არ უნდა დაეყენებინა სააკაშვილი, გვარამია და ივანიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved