საქართველოს პრეზიდენტი გიორგი რურუას შეწყალების აქტს სავარაუდოდ დღეს გამოსცემს. როგორც სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, შეწყალების აქტს 27 აპრილს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პარლამენტში მისვლის დღეს გამოსცემს.
გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. სასმართლომ გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში დამნაშავედ ცნო.
კომენტარები