• რეკლამა
  • კონტაქტი
01:14, კვირა, 11 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პომპეოს ჩამოსვლის წინ არბევს ბათუმში ოპოზიციის ოფისს და თბილისში, ნიკა მელიას ოფისს”

ალია ავტორი - ალია
17:34 11-16-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ივანიშვილის ხელისუფლება პომპეოს ჩამოსვლის წინ არბევს ბათუმში ოპოზიციის ოფისს და თბილისში, გლდანში ოპოზიციის ერთ–ერთი გამოკვეთილი ლიდერის ნიკა მელიას ოფისს.

რას უნდა ნიშნავდეს ეს? მხოლოდ იმას რომ ივანიშვილი აგონიაშია და სისულელეებს აკეთებს? არა მგონია, თუმცა არც უმაგისობაა.

ჩემი აზრით, ასეთი უტიფარი, დაუფარავი ძალისმიერი ნაბიჯები ერთადერთ მიზანს ემსახურება: იმ იმედით რომ ხალხი ამაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენს, საქართველო იზოლაციაში მოაქციოს ცივილური სამყაროსგან. რაც უფრო უტიფარია ხელისუფლების ნაბიჯები, მით უფრო საშიშია ამის მიმართ ჩვენი პასიურობა ან არაადეკვატური რეაგირება.

ამიერკავკასიაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ საქართველოს ფუნქცია ერთის მხრივ დასუსტდა, მეორეს მხრივ, მკვეთრი საგარეო ორიენტირის შემთხვევაში, ეს ფუნქცია იმაზე ბევრად მეტად გაიზრდება, ვიდრე აქამდე იყო.

პუტინის დღევანდელი ამოცანაა, საქართველო საბოლოოდ ჩამოაცილოს დასავლურ სამყაროს, მოაქციოს სრულ იზოლაციაში და რუსეთის იქით გზა არ დაუტოვოს.

სწორედ ამითაა დაკავებული ივანიშვილის ხელისუფლება მთელი ეს წლები და მისი არადემოკრატიული, ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები და უტიფარი საშინაო პოლიტიკა სწორედ ამ მიზანს – საქართველოს იზოლაციას და მის რუსეთის გუბერნიად გადაქცევას ემსახურება, რაც ვერ განხორციელდება მხოლოდ ერთ შემთხვევაში – თუ საქართველოს მოსახლეობის, ქართული პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობა საკუთარი მრავალრიცხოვნობით და პრინციპულობით მთელს მსოფლიოს დაანახებს რომ იზოლაციონიზმი და რუსეთის ვასალობა არ არის ქართველი ხალხის ნება.

სწორედ ამიტომ უზარმაზარი მნიშვნელობა ენიჭება ოპოზიციის და ხალხის პროტესტს არჩევნების გაყალბებაზე, მის ურყევ ნებას, არ შეეგუოს ძალადობას და ამის გამოხატვის ერთადერთი საშუალება, რაც დღევანდელმა ხელისუფლებამ დაუტოვა საკუთარ ხალხს, ქუჩის მშვიდობიანი აქციებია.

ჩვენს ხელშია დღეს არა ის თუ რომელი პარტია გაიმარჯვებს ან წააგებს არჩევნებს. ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს საქართველოს მომავალს და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს გაქრობას შორის. და ამ ფონზე ყველა სხვა თემა, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა ჩანდეს ის, მეასეხარისხოვანი ხდება.

დღეს ჩვენ ჰაერივით გვჭირდება ერთობა, გვჭირდება რომ ვიყოთ ბევრი, ძალიან ბევრი, რათა აქ ჩამოსულ პომპეოსაც და ყველას დავანახოთ – საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას.

მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა გვქონდეს ჩვენ დასავლეთის მხარდაჭერის და თანადგომის იმედი. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო განწირულია.

იმედია, ეს ყველაფერი კარგად ესმის ქართულ პოლიტიკურ სპექტრს და საკუთარ ამბიციებს არ გადააყოლებს ქვეყანას თუნდაც იმიტომ რომ თვითონაც გადაყვება ამ პროცესს.

ერთად ვიყოთ, მაგრად ვიყოთ, ავიტანოთ ერთმანეთი და საქართველო გადარჩება.

ძალა ერთობაშია! მართლა ერთობაშია!”

თეგები: ირინა სარიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved