პოლონური მედია ლოძის პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ დის მკვლელობაში ბრალდებული 35 წლის კაცი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, საქართველოში იმყოფება. მათივე ცნობით, მას ინტერპოლით ეძებენ.
“35 წლის კაცზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნის ბრძანება გაიცა. პროკურატურამ განაცხადა, რომ უკვე იცის, სად იმყოფება ეჭვმიტანილი კაცი… ბრალდებული საქართველოში იმყოფება” – წერს მედია.
ცნობისთვის, მკვლელობა 21 ნოემბერს მოხდა, არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი სასიკვდილოდ მისმა ძმამ გაიმეტა, თუმცა სასტიკი დანაშაულის მოტივი უცნობია. და-ძმა მარნეულიდან იყვნენ.
კომენტარები