• რეკლამა
  • კონტაქტი
16:41, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,პოლიციელების ხელფასი 1 600 ლარს არ აღემატება… გომელაური კი თავის ოჯახის წევრს რამდენიმე ასეულ ათას ლარად ქორწილს უხდის, სადაც 1 ტორტში 5 ათას ლარს იხდის!“ – ნიკა მელია

ალია ავტორი - ალია
15:46 08-22-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25,593

,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია:

,,უსამშობლო ოლიგარქმა ისეთი რეჟიმი დაამყარა ამ ქვეყანაში, რომ აქ გაჩერება გაუსაძლისი გახდა იმ ასი ათასობით მოქალაქისთვისაც კი, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლო. საკუთარ ქვეყანაში დევნილად და გარიყულად ყოფნას, საკუთარ სამშობლოში ემიგრაციას, უცხო ქვეყანაში ცხოვრება ურჩევნიათ!

ამ ქვეყანას ტოვებს ათასობით პოლიციელი, ტოვებს იმიტომ რომ:
– ამ ქვეყანაში ვერ ხედავენ განვითარების, ცხოვრების პერსპექტივას! საკუთარი ოჯახების და შვილების მომავალს!
– არ სურთ რუსი ოლიგარქის პირად დაცვაში სამსახური.
– არ სურთ რომ რუსული ოცნება მათი ხელით ახდეს ამ ქვეყანაში!
– არ სურთ იცავდნენ რუსებს და მათ იმპერიალისტურ გამოხდომებს ქართველებისგან!
– არ სურთ საქართველოს დამოუკიდებლობის არმცნობი კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტის – პოზნერის ღომის წელვის დაცვა და აღშფოთებული ქართველი ახალგაზრდების დაჭერა!
– არ სურთ უსამშობლო კადიროვისა და სერგეი ლავროვის ახლო მეგობრის, ოკუპაციის კანონის არაერთხელ დამრღვევი (კადიროგელი )ლევ ძენგოვის უსაფრთხოებას იცავდნენ თბილისურ რესტორნებში დროსტარებისას.
– არ სურთ იყვნენ უკანონო მოქმედებებისა და დანაშაულებრივი უმოქმედობის თანამონაწილები.

ამ ქვეყანაში ოლიგარქმა და მისმა დაცვის ყოფილმა უფროსმა გომელაურმა შექმნეს სისტემა, რეჟიმი, რომელიც აგებულია სწორედ ამ ქვაკუთხედზე – უკანონო მოქმედება და დანაშაულებრივი უმოქმედობა. ეროვნული თავმოყვარეობის დაკნინება და ოკუპანტის მაამებლობა.

პოლიციელების ხელფასი 1 600 ლარს არ აღემატება, მაშინ როცა მათი მინისტრი, ივანიშვილის პირადი მცველი გომელაური მდიდრული სახლებით და აგარაკებით იწონებს თავს, თავის ოჯახის წევრს რამდენიმე ასეულ ათას ლარად ქორწილს უხდის, სადაც 1 ტორტში 5 ათას ლარს იხდის!

ასეთია რუსული ოცნება, ასეთია რუსული სისტემა, ასეთია რუსული სამართალი- უსამართლობა და ძალადობა არის რუსული წესი!

ქართველ ხალხს უნდა პროგრესი, კეთილდღეობა, თავისუფლება, უსაფრთხოება – ანუ ის რაც დასავლეთშია თავმოყრილი. ჩვენ არ ვიცხოვრებთ რუსული წესებით, არ შევეგუებით უკუსვლას, ვივლით წინ ევროპისკენ და ყველა სახელმწიფო უწყების პატრიოტი საჯარო მოხელის თუ სამართალდამცავი უწყების თანამშრომლის გვერდში დგომის იმედი გვექნება ამ გზაზე, გზაზე რომელიც მათ შინ ევროპაში დააბრუნებს და ვინც არ წასულა, წასვლას გადააფიქრებინებს – ამ ქვეყანაში ცხოვრების და სახელმწიფოს მსახურების სურვილსა და მოტივაციას დაუბრუნებს, სიამაყის გრძნობას დაუბრუნებს, რომ ემსახურება სამშობლოს!”

თეგები: ნიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved