• რეკლამა
  • კონტაქტი
20:45, ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით დედა-შვილი დააკავა

ალია ავტორი - ალია
10:25 10-13-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით, 2 პირი: 1965 წელს დაბადებული მ.კ. და 1992 წელს დაბადებული ი.ზ. დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რომლებიც დედა-შვილი არიან, მოქალაქეებს თანხების მოტყუებით მითვისებისა და ნდობის მოპოვების მიზნით ეცნობოდნენ, როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლები.

დაკავებულები 30-ზე მეტ მოქალაქეს დაჰპირდნენ, რომ დაეხმარებოდნენ სოციალურად დაუცველისა და დევნილის სტატუსის მოპოვებაში, ასევე, ჰპირდებოდნენ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვას და ბინებით უზრუნველყოფას, რის სანაცვლოდაც თითოეულ მოქალაქეს მოტყუებით გამოართვეს და მიითვისეს თანხები – 2 000 ლარიდან 10 000 აშშ დოლარამდე. გარდა ამისა, ბრალდებულებმა, თითქოსდა მისაღებ საცხოვრებელ ფართებში ავეჯის განთავსების სანაცვლოდ, ამავე მოქალაქეებისაგან დამატებით, მოტყუებით მიითვისეს ფული – 500-500 ლარის ოდენობით.

სამართალდამცველებმა, კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მ. კ. და ი. ზ. თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის დაუფლებით მიზნით ჩადენილ თაღლითობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!
ახალი ამბები

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!

11:40 02-16-2026
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved