• რეკლამა
  • კონტაქტი
21:45, შაბათი, 8 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პოლიციამ პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 11 პირი დააკავა

ალია ავტორი - ალია
10:49 02-23-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
130

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულები თბილისში, ხიზანიშვილის, ჭირნახულის და აგლაძის ქუჩებზე მდებარე სასტუმროების ნომრებს, კლიენტების მომსახურების მიზნით, შესაბამისი თანხის სანაცვლოდ, სისტემატურად გადასცემდნენ ქალებს, რომლებიც პროსტიტუციას ეწეოდნენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 11 პირი დააკავეს.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დაკავებული არიან: 1967 წელს დაბადებული დ.ე., 1974 წელს დაბადებული ნ.ბ., 1967 წელს დაბადებული გ.ც., 1988 წელს დაბადებული ნ.ო., 1982 წელს დაბადებული თ.შ., 1971 წელს დაბადებული დ.ხ., აგრეთვე, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევები – 1970 წელს დაბადებული ი.ჭ., 1981 წელს დაბადებული გ.ქ., 1980 წელს დაბადებული რ.კ., 1979 წელს დაბადებული ზ.კ., და 1964 წელს დაბადებული ნ.დ.

დანაშაულები 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში, ხიზანიშვილის, ჭირნახულის და აგლაძის ქუჩებზე მდებარე სასტუმროების ნომრებს, კლიენტების მომსახურების მიზნით, შესაბამისი თანხის სანაცვლოდ, სისტემატურად გადასცემდნენ ქალებს, რომლებიც პროსტიტუციას ეწეოდნენ.

აღნიშნული ქალები კი სექსუალური მომსახურეობის გაწევის შედეგად მიღებული ანაზღაურებიდან ბრალდებულებს გარკვეულ თანხას უხდიდნენ.

სამართალდამცველებმა, სასტუმროებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-3 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved