• რეკლამა
  • კონტაქტი
02:07, სამშაბათი, 21 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„პოლიცია ღამის 2 საათზე დაადგა ვეფხია მესხიას ოჯახს, ქუთაისში. სახლში ცოლი და მცირეწლოვანი შვილები დახვდნენ“ – რა ინფორმაციას ავრცელებს გელა მთივლიშვილი?

ალია ავტორი - ალია
13:25 07-16-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
288

„მთის ამბების“ დამფუძნებელი, გელა მთივლიშვილი:

„პოლიცია ღამის 2 საათზე დაადგა ვეფხია მესხიას ოჯახს, ქუთაისში. სახლში ცოლი და მცირეწლოვანი შვილები დახვდნენ. ვეფხია მთაში იყო. ჩხრეკა უნდა ჩავატაროთო. სატელეფონო კომუნიკაციის დროს გამომძიებელმა ჩვენს ადვოკატს უთხრა, რომ ვეფხია მესხიას წინააღმდეგ ანონიმურმა პირმა პოლიციაში იჩივლა, თითქოს მესხია მას ემუქრება და იარაღების მდგომარეობა უნდა შეამოწმონ. განა მოპოვება გაუჭირდებოდათ, მაგრამ არც მოსამართლის განჩინება ჰქონდათ, გადაუდებელი აუცილებლობა გვაქვსო. სისხამ დილით ისევ მიდგნენ სახლში, გაჩხრიკეს და მხოლოდ რეგისტრირებული იარაღი ამოიღეს.
ყველგან, სადაც პროტესტია, წინააღმდეგობის ჩახშობას ცდილობენ. ვეფხია სათავეში უდგას საირმელების პროტესტს, რომლის მთავარი მოთხოვნაც არის – გაუქმდეს “ქართული ოცნების” მთავრობის გადაწყვეტილება, რომლითაც საირმის ტყე – 13 202 ჰექტარი, ნახევარსაუკუნიანი იჯარით „თეგეტა მოტორსის“ მეპატრონეს, “ნაციონალური მოძრაობიდან” პარლამენტის ყოფილ წევრს, თემურ კოხოძეს გადაეცა, იქ სამონადირეო მეურნეობის მოწყობის საბაბით.
საირმის ტყეში სხვამ არავინ რომ გაიჭაჭანოს, ძირძველი მოსახლეობის მიმართ, ვინც საირმის მიმდებარე სოფლებში ას წელზე მეტია ცხოვრობს, სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, უდანაშაულო ადამიანები პასუხისგებაში მისცეს, მამაპაპისეული და კერძო საკუთრება დაუყადაღეს, დაპატიმრების მუქარით ზოგს დაათმობინეს კიდეც. დიდი ნაწილი დღემდე დავობს. ამ ბრძოლას შეეწირა ზურაბ თოლორდავა. მისი ჯანმრთელობა სწორედ დავის დაწყების შემდეგ გაუარესდა – კაცს, რომელიც მთელი ცხოვრება თავის ქალაქს ემსახურა, ცხოვრების ბოლოს თაღლითად გამოაცხადეს.
საირმელები საპროტესტო აქციებს ყოველ შაბათ-კვირას მართავენ კურორტ საირმეში, კოხოძის სასტუმროს წინ. ალბათ, ბატონი შეწუხდა! ამ საქმეზე სასამართლოში დავაც მიმდინარეობს. ეს დავა ცალკე მოსაყოლი ამბავია, თავისი უსამართლობითა და პარადოქსებით.
კოხოძე მხოლოდ საირმის ტყეს არ დასჯერდა. საირმის თავზე, ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტებში 1000 ლარად თითქმის მთელი მთაც წაიღო, ეს მიწაც ნახევარი საუკუნით.
 ამ თემებზე ჩვენს ახალ საგამოძიებო ფილმს ნახავთ ბმულზე, რომელსაც კომენტარში დავდებ.
“დრაკონული კანონების” გამო კრიტიკული მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები კი ვართ რთულ მდგომარეობაში, მაგრამ რეჟიმს არ უნდა მივცეთ ადამიანების ჩაგვრის საშუალება დიდი ფეოდალების ინტერესების სასარგებლოდ!
სოლიდარობა ვეფხია მესხიას ვეხო მესხია უნდა ნახოთ, როგორ უყვარს ამ ხალხს იქაურობა, როგორ უვლიან და უფრთხილდებიან!“
თეგები: გელა მთივლიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სიმსივნიანი პაციენტები წამალს ვერ ვიღებთ”; “მარტოხელა პენსიონერს, კვლევა არ დამიფინანსეთ”; “37 წლის, 2 შვილის მამამ სამსახური ვერ ვიშოვნე” – წერილები მერს
ახალი ამბები

“სიმსივნიანი პაციენტები წამალს ვერ ვიღებთ”; “მარტოხელა პენსიონერს, კვლევა არ დამიფინანსეთ”; “37 წლის, 2 შვილის მამამ სამსახური ვერ ვიშოვნე” – წერილები მერს

17:33 10-20-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

რატომ არის მაგნიტო–რეზონანსული ტომოგრაფია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი თანამედროვე მედიცინაში?
ახალი ამბები

რატომ არის მაგნიტო–რეზონანსული ტომოგრაფია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი თანამედროვე მედიცინაში?

18:07 10-20-2025
თიბისის მხარდაჭერით, ბაკურციხეში “ასკანელის” ქარხანა გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბაკურციხეში “ასკანელის” ქარხანა გაიხსნა

15:38 10-20-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში

18:12 10-17-2025
თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო

16:25 10-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved