ტვ პირველის ინფორმაციით, ქუთაისში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპოზიციონერ ლიდერს არ მოემსახურა. გიორგი ვაშაძის გუნდის წევრს, გია თევდორაძეს “ევროკრედიტში” ვალუტის გადაცვლის შესაძლებლობა არ მიეცა. ოპოზიციის წარმომადგენელი ამბობს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მას 500 დოლარის გადახურდავება სურდა, თუმცა მას უთხრეს, რომ მისი პოლიტიკური აქტივობის გამო პროგრამამ დაბლოკა.
მას შემდეგ რაც შეიყვანა ჩემი მონაცემები, დამიბრუნა თანხა და მითხრა, რომ პროგრამამ უარი მითხრა, რადგან თქვენ ხართ პოლიტიკურად აქტიური პირი და ვერ მოგემსახურებით”, – ამბობს გია თევდორაძე.
კომენტარები