პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას დღეს სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„კლინიკიდან სამი პაციენტი ეწერება, გაგზავნილი გვაქვს რამდენიმე პაციენტის ანალიზი და პასუხს ველოდებით, თუ მოვიდა განმეორებით უარყოფითი პასუხი, ისინიც კლინიკას დატოვებენ. მედპერსონალი, რომელიც ჩვენს კლინიკაში მკურნალობდა, ერთი მათგანი უკვე გაეწერა, რამდენიმე რჩება, მათი მდგომარეობა სტაბილურია, როგორცკი გავა პერიოდი და ჩატარდება განმეორებითი კვლევა, ისინიც რამდენიმე დღეში კლინიკას დატოვებენ“, – აღნიშნა ლევან რატიანმა.
კომენტარები