• რეკლამა
  • კონტაქტი
20:50, ოთხშაბათი, 25 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„პირველი, რაც აწყობს რუსეთსაც და ოპოზოციასაც, ესაა კანდიდატის სტატუსის ჩაგდება, პუტინის მიერ გადმოგდებულ “სატოპკეზე” დაყრდნობით“ – ამირან სალუქვაძე

ალია ავტორი - ალია
21:45 05-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
412
ექსპერტი ამირან სალუქვაძე:
„როგორი პროგნოზირებადები არიან პუტინიც, ოპოზიციაც, მათი გარე მოკავშირეებიც…
რუსეთმა მის მიერ 4 წლის წინ დაწესებული სანქცია თავადვე გააუქმა. აქედან ხომ ვერ ეტყოდნენ არ გააუქმოო?
კრემლი რამდენიმე თვეა ამ საკითხის მოთელვას აკეთებს. ჰქონდათ რამდენიმე შემამზადებელი განცხადება, რეაქციების დასატესტად. დღეს გამოაცხადეს.
როგორც მოსალოდნელი იყო, დაირაზმა ოპოზიცია, პრეზიდენტი, გარედანაც კეთდება გაუგებარი განცხადებები.
რას ითხოვენ საქართველოს მთავრობისგან?
საქართველოს მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებს შეუქმნას პრობლემები, შეზღუდვები დაუწესოს? აბსურდია.
სანქცირებული რუსული საავიაციო კომპანიები ისედაც ვერ იფრენენ ჩვენს საჰაერო სივრცეში. ეს ხომ გაცხადდა?
მაშ რა უნდათ?
პირველი, რაც აწყობს რუსეთსაც და ოპოზოციასაც, ესაა კანდიდატის სტატუსის ჩაგდება, პუტინის მიერ გადმოგდებულ “სატოპკეზე” დაყრდნობით.
მეორე ვარიანტი. საქართველოს მთავრობისგან ითხოვენ რუსეთისთვის სააკაშვილის მიერ აგვისტოს ომის შემდეგ გაუქმებული სავიზო რეჟიმის დაწესებას.
როგორც კი საქართველო ამ ნაბიჯს გადადგამს, ანუ რუსეთს სანქციას დაუწესებს, კრემლის პროპაგანდა ჩაირთვება: ჩვენ ვიზები გავუუქმეთ, იმათ კი დაგვიწესესო. რა მოჰყვება რუსეთის მხრიდან?
მარტივი გამოსაცნობია: რუსეთი შემოიღებს ეკონომიკურ სანქციებს. გარანტირებულად.
ვინმე ფინანსურად დაგვაზღვევს ამ სანქციებისგან? არა.
ახლა საგარეო საქმეთა სამინიატროსთან მართავენ აქციას. რას ითხოვთ მინისტრისგან? წადით და შვეიცარიის საწლჩოს წინ ჩაატარეთ აქცია, იქაა რუსეთის საელჩოს განყოფილება.
თუ პუტინის ეს გადაწყვეტილება არ გაწყობდათ, რა არის სახმაურო? ვისაც ქართული ნაწარმი (ღვინო, ვაშლი და სხვა) გაჰქონდა, ისედაც დადიოდნენ და ახლა გაუმარტივდებათ. ვინც არ დადიოდა რუსეთში, ისედაც არ ივლიან. იქ ვინ ელოდებათ?! რუსეთის მოქალაქეებს, ასჯერ შეგახსენებეთ, თქვენ, ოპოზიციამ მიეცით მწვანე შუქი.
მოკლედ, ხმაურის თემა მოგეცათ, უფრო სწორად მოგცათ.“
თეგები: ამირან სალუქვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას
ახალი ამბები

სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას

11:58 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved