შეზღუდვები პირდაპირი ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით შესაძლოა, სხვა ქვეყნებზეც გავრცელდეს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ ამ ეტაპზე შესაბამისი კონსულტაციები მიმდინარეობს და გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
“იცით, რომ ჩვენც უკვე რამდენიმე კვირაა დაწესებული გვაქვს შეზღუდვები მაღალი რისკის ქვეყნებიდან შემოსვლებზე. აქ საუბარია პირდაპირი რეისების შეზღუდვაზე ჩინეთიდან, ირანიდან და იტალიიდან. დღეს როგორც იცით, მოთხოვნა არის ის, რომ თუ მაღალი რისკის ქვეყნებში მოგზაურობდა ადამიანი 2 კვირის განმავლობაში და მოდის იქიდან, მან უნდა წარმოადგინოს ცნობა იმისა, რომ არ აღენიშნება კორონავირუსი, ასევე სავალდებულოა 2–კვირიანი იზოლაცია. ვფიქრობთ, ამ მოთხვონის გავრცელებას სხვა მაღალი რისკის ქვეყნებზეც, მიმდინარეობს კონსულტაციები და უახლოეს პერიოდში ეს გადაწყვეტილება იქნება ფორმალიზებული. გარდა ამისა, ჩვენ ვადევნებთ თვალს სხვა ქვეყნების შეზღუდვებსაც და ამის მიხედვით მოხდება გადაწყვეტილებების ადაპტირებაც”, – განაცხადა გაბუნიამ.
კომენტარები