• რეკლამა
  • კონტაქტი
12:01, ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პირბადე ღია სივრცეშიც უნდა ატაროთ – ამირან გამყრელიძე

ალია ავტორი - ალია
12:17 10-14-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

ვაქცინის დამტკიცებამდე კორონავირუსისთვის ერთადერთი საშუალება არის პირბადე, მოგიწოდებთ, ატაროთ ღია სივრცეშიც, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, არსებული პროგნოზით, მსოფლიოში კორონავირუსს იმაზე მეტი ადამიანი შეეწირება, ვიდრე ოთხ დიდ ინფექციას – ტუბერკულიოზს, შიდსს, მალარიასა და ჰეპატიტს.

„გუშინ ახალი მონაცემები ამოვკრიბე ყველაზე უფრო მაღალრეიტინგული ჟურნალებიდან და დაცვის ყველაზე უკეთესი საშუალება არის პირბადე. მისი ტარება, როცა ინფექციის მატება გვაქვს, აუცილებელია დახურულ და ღია სივრცეებშიც, სადაც ვერ ვიცავთ დისტანციას. მოგიწოდებთ, უკვე ცივ პერიოდში, ღია სივრცეშიც ატარეთ პირბადე, რომელიც 50-დან 75 პროცენტამდე ამცირებს ინფექციის გავრცელების რისკს. ამიტომ, გთხოვთ, ყველამ დავიცვათ მარტივი წესი, თავი შევიკავოთ დიდი შეკრებებისგან. ცოტა ხანს, ერთ წლამდე არ გვინდა დიდი ქორწილები, ჭირის დიდი სუფრები, დღეობები, მოვა ისევ ამის დრო, მაგრამ ჯერ ეს პერიოდი გასავლელი გვაქვს. გავრცელების ყველა წყარო, რაც გვქონდა ამ ბოლო თვენახევარში, იწყებოდა ამ დიდი შეკრებებიდან. ამიტომ, ის მოარული აზრი, რომ არ არსებობს მსოფლიოში კორონავირუსი, სურდოსავითაა და მალე გაივლის, არ არის სწორი. კორონავირუსი სერიოზული დაავადებაა, მილიონი ადამიანი შეიწირა უკვე და პროგნოზია, რომ მომავალ გაზაფხულამდე, სამწუხაროდ, კიდევ ერთი მილიონი შეეწირება. ის იქნება უფრო მკვლელი, ვიდრე ტუბერკულიოზი, შიდსი, მალარია, ჰეპატიტი. კორონა მათ გადაასწრებს. ამიტომ, დაცვის ერთადერთ საშუალებად, ვიდრე დამტკიცდება ვაქცინა, წამალი, რჩება მხოლოდ პირბადე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!
ახალი ამბები

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!

11:40 02-16-2026
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved