ფრანჩესკო ტოტის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ dailymail წერს.
ვირუსით დაინფიცირების შემდეგ, 76 წლის ენცო ტოტი სპალანძანის საავადმყოფოში მოათავსეს, მაგრამ რეგრესული პათოლოგიის გამო, მან COVID19-თან გამკლავება ვერ შეძლო.
უფროს ტოტის, შვილის საფეხბურთო კარიერაში დიდი წვლილი მიუძღვოდა. ენცო ფრანჩესკოს ვარჯიშებზე ბავშვობიდანვე დაჰყვებოდა და შემდეგ არცერთ თამაშს არ ტოვებდა. ბოლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც გულის შეტევა მიიღო, ის ტოტის მატჩებზე დასწრებას ვეღარ ახერხებდა.
კომენტარები