ქალთა უფლებადამცველი, ბაია პატარაია გორში მომხდარ შემთხვევას ეხმიანება. საქმე ეხება არასრულწლოვნის მიერ შვილის გაჩენას, გოგონა გასულ წელს, თანასოფლელისგან, 50 წლის ასაკის მამაკაცისგან დაორსულდა.
ბაია პატარაია:
„ყველგან ამ სქრინს ვხედავ, ლაიქების რაოდენობას დააკვირდით.

„ბიჭი“ 50 წლის კაცია, გოგო კი 12 წლის ბავშვი. არ ვიცი, რა დავწერო. ქალები და გოგონები უბრალოდ სძულთ ამ ქვეყანაში. თურმე, ბიჭებს აუპატიურებენ. თურმე, 12 წლის გოგოს ვერავინ შეაცდენს. ეს უმახინჯესი აზროვნება უნდა შევცვალოთ!“
ცნობისთვის, ცნობილი გახდა, რომ არასრულწლოვანმა შვილი 50 წლამდე ასაკის, თანასოფლელი კაცისგან გააჩინა. როგორც მეზობლები ამბობენ, კაცმა მოზარდი მატარებელში გააუპატიურა. ადგილობრივების თქმით, ბრალდებული ოჯახის ახლობელია
კომენტარები