• რეკლამა
  • კონტაქტი
04:41, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ფოტიგა ბორელს: სააკაშვილზე მოპყრობა შეესაბამება ვალდებულებებს EU-ში გაწევრიანების პროცესში?

ალია ავტორი - ალია
10:55 03-31-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
98

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჯოზეფ ბორელს წერილით მიმართავს. ფოტიგა წერილში განიხილავს საქართველოს მიერ წარდგენილ განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე და ბორელს ეკითხება, შეესაბამება თუ არა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობა ევროპულ ღირებულებებსა და ვალდებულებებს გაწევრიანების პროცესში.

ფოტიგა ასევე აღნიშნავს, რომ სააკაშვილის მიმართ მოპყრობა ბიძინა ივანიშვილის “წაქეზებულია”.

3 მარტს, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მოთხოვნისა და 2003 წლიდან საქართველოს ყველა მთავრობის ძალისხმევის საფუძველზე, საქართველოს ხელისუფლებამ წარადგინა ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რასაც მტკიცედ მივესალმები.

პრინციპში, გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზე არის დაფუძნებული. ამ მხრივ, შეშფოთებული ვარ საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობით, რომელიც ღრმად ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებსა და ღირებულებებს. ვუერთდები მრავალრიცხოვან მოწოდებას, მოექცნენ პრეზიდენტ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, თავი შეიკავონ დამამცირებელი მოპყრობისა და პოლიტიკური ანგარიშსწორებისგან. მრავალმა დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა, ექიმმა და დიპლომატმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა სასამართლო პროცესთან და ციხეში მის მიმართ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, რომელიც წამოიწყებულია ბიძინა ივანიშვილის, ოლიგარქის მიერ, რომელიც რუსეთთან არის დაკავშირებული და საქართველოს მთავრობაზე არაფორმალური კონტროლი აქვს. გარდა ამისა, ეს არაფორმალური კავშირები უკრაინაზე რუსეთის აგრესიის გარშემო ქართული ოცნების ხელისუფლების ორაზროვან პოზიციას იწვევს.

შეესაბამება თუ არა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორების და არასათანადო მოპყრობის პოლიტიკა ევროპულ ღირებულებებსა და ვალდებულებებს გაწევრიანების პროცესში?

ეთანხმებით თუ არა იმას, რომ მოლდოვის დეოლიგარქიზაციამ დადებითად შეუწყო ხელი ამ ქვეყანაში პოლიტიკურ რეფორმებსა და მის მომავალს ევროკავშირში? იზიარებთ თუ არა საერთო მოსაზრებას, რომ რუსეთთან კავშირების მქონე ცნობილი ქართველი ოლიგარქისთვის პირადი სანქციების დაწესება მსგავს პოზიტიურ ეფექტს მოიტანს?

საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი 3 მარტს წარადგინა. ევროპული საბჭოს 11 მარტის განაცხადის მიხედვით, ევროკავშირის წევრობაზე საქართველოსა და მოლდოვას განაცხადებებზე მოსაზრებების წარსადგენად კომისიაა მიიწვიეს. საბჭოს განცხადებითვე, მათ აღიარეს უკრაინის ევროპული მისწრაფებები და ევროპული მომავალი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი 28 თებერვალს მოაწერა. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. უკრაინის შემდეგ გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს საქართველომ და მოლდოვამაც.

აქამდე, ქართული ოცნება ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას 2024 წელს გეგმავდა, თუმცა, პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, არსებული პოლიტიკური კონტექსტისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით, მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი დაუყოვნებლივ წარედგინა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved