• რეკლამა
  • კონტაქტი
14:43, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ფორმულა“ დავით კეზერაშვილის საქმის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
11:31 03-22-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
334

„ფორმულა“ ტელეკომპანიის დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ტელეკომპანია გადაწყვეტილებას „პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებს და აცხადებს, რომ იგი „მიზნად კრიტიკული მედიის საქმიანობის ხელის შეშლას ისახავს“.

„ტელეკომპანია ფორმულა, მისი მენეჯმენტი და თანამშრომლები, შეშფოთებულნი ვართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით, რომელიც მიმართულია ტელევიზიის დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ, არის პოლიტიკურად მოტივირებული და მიზნად ისახავს კრიტიკული მედიის საქმიანობისთვის ხელის შეშლას.

დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დავით კეზერაშვილს დაუსაბუთებლად დაეკისრა თავდაცვის სამინისტროსთვის 5 060 000 ევროს გადახდა. გვაქვს ყველა არგუმენტი იმისთვის, რომ მტკიცედ გვჯეროდეს – ამ თავდასხმის სამიზნე დავით კეზერაშვილი სწორედ ფორმულას 51%-იანი წილის ფლობის გამო გახდა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ერთადერთი ფასეული ქონება, რომელსაც კეზერაშვილი საქართველოში ფლობს, სწორედ ფორმულას 51%-იანი წილია. შესაბამისად, გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ჩვენი ორგანიზაციის ფუნქციონირებას და ჩვენს სარედაქციო დამოუკიდებლობას.

ყველა ობიექტური დამკვირვებლისთვის ცხადია, რომ ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ ეფუძნება ობიექტურ გარემოებებს: საქმის მიმდინარეობისას ადვოკატებმა წარმოადგინეს წერილობითი და ვიდეო მტკიცებულებები, რომლებიც ცხადყოფს, რომ ბრალდება თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის მიყენების თაობაზე შეთითხნილია და ნათლად მიუთითებს საქმის პოლიტიკურ მდგენელზე.

საზოგადოებას მოკლედ შევახსენებთ, რომ ზიანის ანაზღაურება დავით კეზერაშვილს დაეკისრა საქმეზე, რომელზეც უზენაესმა სასამართლომ წინა ორი ინსტანციის გამამართლებელი განაჩენი გამამტყუნებლით შეცვალა. უზენასი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დაწყებას კი წინ უძღოდა პრემიერ ღარიბაშვილის მუქარა საპარლამენტო ტრიბუნიდან – „მე რაც წავედი, მერე გაამართლეთ თქვენ ის. ახლა მიხედავენ, როგორც ჩანს“. ხაზგასასმელია ისიც, რომ შალვა თადუმაძე, რომელიც საქმის გასაჩივრებისას გენერალური პროკურორი იყო, უზენაეს სასამართლოში მას მოსამართლის ამპლუაში დახვდა.

ჩამოთვლილი გარემოებების ერთობლიობა განაპირობებს იმას, რომ ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების და მთავარი საერთაშორისო პარტნიორების აღქმა ერთმნიშვნელოვანია – სასამართლოს კრიტიკული მედიის შესავიწროებლად იყენებენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სწორედ გუშინ, 20 მარტს გავრცელებულ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში თბილისის საქალაქო სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებისა და მისი თავისუფალ მედიაზე გავლენის შესახებ ვკითხულობთ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას იურისტები უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ. სამართლებრივი პროცედურების პარალელურად, ტელეკომპანია ფორმულა და მისი გუნდი განვაგრძობთ მუშაობას საზოგადოების ინფორმირებისთვის – გვწამს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ამ გამორჩეულად რთულ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, წინ აღვუდგეთ სახელისუფლებო პროპაგანდას, ქვეყნის დასავლური კურსის ცვლილებისა და დემოკრატიის სწრაფი უკუსვლის ტენდენციებს. ზეწოლის მრავალფეროვანი ინსტრუმენტების გამოყენებით ხელისუფლება ხელს ვერ აგვაღებინებს იმაზე, რაც საკუთარ მისიად მიგვაჩნია – ჩვენი წვლილი შევიტანოთ საზოგადოებისა და სახელმწიფოს დაცვაში, მოქალაქეების სანდო, გადამოწმებული ინფორმაციით მომარაგების გზით“, – აღნიშნულია „ფორმულას“ განცხადებაში.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურებისთვის 5 მილიონი ევრო დააკისრა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?
ახალი ამბები

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?

08:00 11-12-2025
მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved