2006 წლიდან დღემდე, გერმანიაში ერთადერთი მცურავი ტაძარი (Flussschifferkirche) მუდმივად არის დამაგრებული ჰამბურგის შიდა პორტში (Binnenhafen) – ადგილობრივი ზღვის კარიბჭის უძველესი ნაწილი, რომლის ისტორიაც რვა საუკუნეზე მეტს ითვლის.

ბორტზე რეგულარულად ტარდება მსახურება მდინარის ევანგელისტური საზოგადოებისთვის – გემების კაპიტნებისა და ეკიპაჟებისთვის, ასევე მათი ოჯახებისთვის. აქ მოდიან მეზობელი სახლებისა და ქუჩების მაცხოვრებლებიც. აქ იმართება ქორწილები, ნათლობის ცერემონიები, კონცერტები და ა.შ. ეს კარი ტურისტებისთვისაც ღიაა.
ტაძარი 1952 წელს აკურთხეს, რის შემდეგაც მრავალი ათწლეულის განმავლობაში იგი სხვადასხვა ადგილას იყო მიმაგრებული, რათა აღენიშნათ მნიშვნელოვანი ქრისტიანული დღესასწაულები. იგი 130 ადამიანზე მეტს იტევს.
ახლა ტაძარი მუდმივად ჰამბურგშია, მაგრამ იგი მონაწილეობს ადგილობრივი საზღვაო პორტის დაბადების დღის ტრადიციულ დღესასწაულში, რომელიც დაარსდა 1 189 წლის 7 მაისს. თუმცა, წელს ეს პოპულარული ღონისძიება პანდემიის გამო გაუქმდა.
„ipress.ge“
Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved
Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved
კომენტარები