თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, ფიზიკური დაპირისპირების დროს, 3 ადგილობრივი დაშავდა. ინციდენტი გვიან ღამით მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მამაკაცებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა, რის შემდეგაც ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.
ინციდენტში მონაწილე პირები სამართალდამცველებს არ დაემორჩილნენ, რამაც მათ შორის დაძაბულობა გამოიწვია. თუმცა, სამართალდამცველების დამატებითმა ჯგუფმა ვითარება მალევე განმუხტა.
სამივე დაზარალებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს – 2 მათგანს გარეგანი დაზიანებები, ერთს კი გულ-მკერდის დახურული ტრავმა აღენიშნება.
დაპირისპირებაში მონაწილე პირების ახლობლები და თანასოფლელები, რამდენიმე საათის განმავლობაში, თელავის პოლიციის სამმართველოსთან იყვნენ შეკრებილები და სამართალდამცველებისგან მომხდარი შესახებ ინფორმაციას ითხოვდნენ.
კომენტარები